მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს. რომ კორონავირუსის გამო, მსოფლიო უნდა მოემზადოს შესაძლო პანდემიისთვის, _ აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციაში აღნისნავენ, ჯერ ადრეა ეპიდემიას პანდემია ეწოდოს, თუმცა, ქვეყნები უნდა იყვნენ მომზადების ფაზაში.
პანდემია იმ შემთხვევაში ცხადდება, თუ დამიანიდან ადამიანზე მსოფლიოს ბევრ ნაწილში ინფექციური დაავადება სწრაფად და მარტივად ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსი გავრცელდა სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანშიც, რაც შეშფოთებას იწვევს. თუმცა, დაინფიცირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთშია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია დაახლოებით 2 600 ადამიანი.