ვატიკანი – დახურული ქალაქი-სახელმწიფო, რომელიც რომის ერთ-ერთ რაიონში მდებარეობს. მისი ფართობი სულ რაღაც 44 ჰექტარია. ის დაარსდა 1929 წელს და მას რომის პაპი მართავს. ვატიკანს შეუძლია დაიკვეხნოს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი შენობებით. ოფიციალურად ვატიკანის მოქალაქე დაახლოებით 800 ადამიანია. ყოველდღიურად ათასობით იტალიელი მიდის ვატიკანში სამუშაოდ.
მონაკო – რიგით მეორეა ყველაზე პატარა ქვეყნებს შორის. ბოლო წლებში მისი ფართობი გაიზარდა ზღვის დაშრობის ხარჯზე და ეხლა 2.02 კვ. კილომეტრს აღწევს. მონაკო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. მოსახლეობა 30000 ადამიანს აღწევს.
ნაურუ – წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, მიკრონეზიაში მდებარეობს. ფართობი 21.3 კვ.კმ. რესპუბლიკა ნაურუ ყველაზე პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოა მსოფლიოში. დამოუკიდებლობა მან 1968 წელს მიიღო, თუმცა აბორიგენები აქ 3 ათასი წლის მანძილზე ცხოვრობდნენ. ნაურუს არ ჰყავს შეიარაღებული ძალები.
ტუვალუ – ეს ქვეყანაც წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარეობს და 26 კვ. კილომეტრი უჭირავს. ადრე ამ კუნძულებს ელისის კუნძულები ეწოდებოდა. მოსახლეობა 10.5 ათასი ადამიანი. ბუნებრივი რესურსების არარსებობის გამო ტუვალუ სხვა სახელმწიფოების დახმარების ხარჯზე ცხოვრობს.
სან–მარინო – მსოფლიოში ყველაზე ძველი დამოუკიდებელი სახელმწიფო. სან-მარინო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. ქვეყნის შემოსავლები ხარჯებს აჭარბებს.