ცოტა ხნის წინ არქეოლოგებმა შოტლანდიაში, აბერდინის რაიონში, უძველესი მთვარის კალენდარი აღმოაჩინეს. კალენდარი განეკუთვნება მეზოლითის ხანას და რამდენიმე ათასი წლით უფრო ძველია, ვიდრე მესოპოტამიური დროის საზომი, რომელიც აქამდე უძველესად მიიჩნეოდა.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია 12 ორმო, რომელიც მთვარის ფაზებსა და მის მდებარეობას თვეების მიხედვით იმეორებს.
ორმოთა მწკრივი ასევე ემთხვევა ზამთრის შუა პერიოდის მზის ამოსვლას, რაც ბირმინჰემის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის ვარაუდით, მონადირე-შემგროვებელ საზოგადოებას, სეზონთა ცვლის დადგენის საშუალებას აძლევდა.
სპეციალისტთა აზრით, უძველესი მონუმენტი დაახლოებით 10 ათასი წლის წინ შეიქმნა ანუ დაახლოებით ძვ.წ. მე-80 საუკუნეში.