ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 120 450-ს მიაღწია. ვირუსს ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში ემსხვერპლა (23 649), მეორე ადგილზეა იტალია (20 465), მესამე ადგილზე კი ესპანეთი (10 056).
კორონავირუსით დღეის მონაცემებით, სულ 2 964 726 ადამიანი დაინფიცირდა, 459 427 ათასი კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.