ახალ ზელანდიაში მსუქნების საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ მხოლოდ ის მეცნიერები, რომლებიც შიგნიდან იცნობენ ამ პრობლემას, ანუ თავად აქვთ ჭარბი წონა.
მეცნიერებმა ჰიპოთეზები წამოაყენეს, რომ „მეცნიერება მსუქნების შესახებ“ უნივერსიტეტებში ისწავლებოდეს, ისევე როგორც ისტორია, ან პოლიტოლოგია.
მათი აზრით, თუ ადამიანი მსუქნად გამოიყურება, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი ავად არის, ან ჭამა უყვარს. ყველას აქვს უფლება, იწონიდეს რამდენსაც უნდა, მთავარია კომფორტულად გრძნობდეს თავს და ბედნიერი იყოს თავის კილოგრამებთან ერთად.
კონფერენციის მონაწილეებმა საკანონმდებლო დონეზე მოითხოვეს, ჭარბი წონის ადამიანებს არ დაუძახონ სხვადასხვა დამამცირებელი სახელები; უფრო ხშირად შეიკრიბონ, მოაწყონ სხვადასხვა მიმართულების შეხვედრები. ასეთ შეხვედრებზე გაერთონ, უხვად მიირთვან ტკბილეული და ერთად შემოსძახონ – „ვაშა, ჩვენ მსუქნები ვართ!“