მთავარი პროკურორის პოსტზე კიდევ სამი კანდიდატი − მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, გრიგოლ გაგნიძე და იოსებ ბაჩიაშვილი წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზეა წარმოდგენილი.
გიორგი გოგაძე და გრიგოლ გაგნიძე ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ წარადგინა, იოსებ ბაჩიაშვილი კი სამოქალაქო მოძრაობა „თანამოზიარემ“. დღეისათვის მთავარი პროკურორის პოსტზე 7 კანდიდატია წარდგენილი.
პირველი კანდიდატი − პაატა შავაძე, წარდგენილია 18 სხვადასხვა ორგანიზაციისა და პირის მიერ არის წარდგენილი;
მეორე კანდიდატი − ზურაბ ჯორბენაძე, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „საქართველომ“ წარადგინა.
მესამე − გია ბერძენიძე, წარდგენილია 29 სხვადასხვა ორგანიზაციისა და პირის მიერ .(„მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე ემზარ ქვარიანისა და სხვათა
მეოთხე – ნანა რევაზიშვილი ა(ა)იპ „საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა“, „საქართველოს იურისტთა გილდიამ“, „საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციამ“ და აკადემიურმა წრეებმა წარადგინეს.
თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისს დაიწყო.
საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს მეორედ ირჩევს. პირველად არჩევნები 2015 წელს გაიმართა.
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან 31 მაისს გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის მთავარმა პროკურორმა მას შემდეგ მიიღო, რაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარადების სასამართლოზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. სასამართლო გადაწყვეტილებაზე საგანგებო პრესკონფერენცია გამართა უკვე ყოფილმა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. პრესკონფერენციიდან რამდენიმე საათში კი პროკურატურის ვებგვერდზე ირაკლი შოთაძის გადადგომის შესახებ განცხადება გავრცელდა.