ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარებს “სირცხვილიას”ორგანიზატორები აქციას მართავენ.
ისინი, გახარიას შესაძლო პრემიერობას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ “მთავრობა გახარიას გარეშე უნდა იყოს დაკომპლექტებული”:
_ 76-ე დღეა გახარიას ვეუბნებით _ წადი და თუ ის პრემიერი გახდება, ესაა პირდაპირი სიგნალი, რომ ქვეყანაში დიქტატურა იწყება, _ აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.