მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსისპირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს, რის შემდეგაც აუდიენცია გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.
გაფართოებულ შეხვედრას დაესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერის მრჩეველი თედო ჯაფარიძე.
დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
დღის მეორე ნახევარში მაიკ პენსი „ღირსეული პარტნიორობა-2017-ის” ფარგლებში სამხედროებს შეხვდება და სიტყვით პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად გამოვა.
შეერთებული შტატების ვიცე-პეზიდენტი საქართველოს დღეს დატოვებს და მონტენეგროში გაემგზავრება.
მაიკ პენსი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გუშინ, ესტონეთიდან მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა.