თბილისში, მდინარე მტკვრიდან კაცის ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილი კაცის ვინაობა, ამ ეტაპზე, უცნობია. ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.