გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ “მწვანე ჯილდოს” კონკურსში, რომელმაც 2019 წლის საუკეთესო აღმზრდელი/მეთოდისტი უნდა გამოავლინოს, მომდევნო ეტაპზე ოზურგეთიდან მხოლოდ ერთი, მეცხრე საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ჟანა გორდელაძე გადავიდა.
_ კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება. „მწვანე ჯილდოს“ კონკურსზე განიხილება აღმზრდელი ან პედაგოგი, რომელიც დასაქმებულია სკოლამდელ დაწესებულებაში და სააღმზრდელო პროცესში გარემოს დაცვითი საკითხების სწავლებისას იყენებს სახელმძღვანელოს „სკოლამდელი გარემოს დაცვითი განათლება“, -გვითხრა ჟანა გორდელაძემ.
მან ასევე გვითხრა, რომ სულ დასავლეთ საქართველოდან კონკურსში 250 აღმზრდელი და მეთოდისტი მონაწილეობდა. მომდევნო ეტაპზე კი 17 გადავიდა. ოზურგეთიდან მხოლოდ ის არის. კონკურსში ასევე მონაწილეობენ აღმოსავლეთ საქართველოდან. საბოლოოდ ათ ფინალისტს შორის გამოვლინდება გამარჯვებული, რომელსაც სერთიფიკატი და ფასიანი საჩუქარი გადაეცემა.
„გურია ნიუსი“ წარმატებას უსურვებს ქალბატონ ჟანა გორდელაძეს.