მუმბაიში სეზონური წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 5 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ქუჩები, გაუქმებულია ავიარეისები და შეჩერებულია ათობით ათასი მომსახურება.
გავრცელებული ცნობით, სამხრეთ აზიაში წყალდიდობების შედეგად 1 200-მდე ადამიანია დაღუპული, ხოლო ინდოეთის შტატ ბიჰარში 500.
გარდა ამისა, სტიქიამ სამხრეთ აზიაში 16 მილიონი ადამიანი დაზარალა, ათობით ათასი ადამიანი კი დევნილი გახდა.