https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მუნიციპალური ცენტრების განახლებული ფასადები თუ ფასადური თვითმმართველობა

13:35; 16.09.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე, წლეულს, 21 აპრილს  განთავსდა ინფორმაცია ახალი სამთავრობო პროგრამის შესახებ; როგორც ოფიციალურ მასალაში ეწერა, საქართველოს მთავრობამ ახალი 4-წლიანი სახელმწიფო პროგრამა “განახლებული რეგიონები” დაამტკიცა, რომლის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.

პროგრამა მოიცავს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს და ითვალისწინებს რეგიონების ურბანული განახლების მიზნით, სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის გარე ხედის გარემონტებას.

“განახლებული რეგიონების” პროგრამით დაფინანსდება ისეთი ტიპის პროექტები, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების  რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო  დოკუმენტების შემუშავება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ცენტრალური მოედნის მოწესრიგება თავისი მიმდებარე მრავალსართულიანი ბინების ფასადებით, ასევე პროექტით გათვალისწინებულია სავაჭრო ობიექტების გარე ფასადების მოწესრიგება. ამ პროექტის ფარგლებშივე იგეგმება ცენტრალური სკვერის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაკეთება, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იქნება ადაპტირებული და პარკში ყველას შეეძლება დასვენება და გართობა.

მერობის კანდიდატს ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, როდის დასრულდება პროექტი.

_ პროექტის ფარგლებში სამუშაოები უკვე აქტიურად ხორციელდება. ამ დროისთვის ეწყობა ფასადები. ორი კორპუსი სრულად არის დამთავრებული, კიდევ ორ კორპუსზე მუშაობა მიმდინარეობს.

ასევე ავტობანზე, აღმაშენებლის ქუჩის ბოლოს, გეგმაში გვაქვს მოეწყოს გურული თემატიკით დატვირთული პატარა ბაზარი. დარწმუნებული ვარ, ეს მართლაც კარგი სიურპრიზი იქნება გურიაში მომავალი სტუმრისთვის.

პროექტის გახორციელება დაიწყო წელს და მომავალი წლისთვის დასრულდება.

_ ბატონო ალექსანდრე, ყველა მუნიციპალიტეტს აქვს ან უნდა ჰქონდეს განაშენიანების და განვითარების გენერალური გეგმა. სწორედ ამ გეგმების მიხედვით უნდა გადაწყდეს, თუ როგორ უნდა განვითარდეს მუნიციპალური ცენტრი. არსებობს ოფიციალური დოკუმენტი იმის თაობაზე, თუ რამდენად შესაბამისობაშია ეს გენგეგმები “განახლებული რეგიონების” პროექტთან?

_ აქ ახალ ობიექტს არ ვაშენებთ. როგორც გითხარით, მიმდინარეობს ძველი შენობების რესტავრაცია და შესაბამისად, კეთილმოწყობა. ჩვენ ვიმსჯელეთ საკრებულოს წევრებთან, თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო “განახლებული რეგიონების” ფარგლებში ლანჩხუთში. ყველამ ერთხმად თქვა, რომ  ქალაქის ცენტრის მოწესრიგება იყო აუცილებელი.  ეს განაშენიანების გეგმას კი ხელს ნამდვილად არ შეუშლის.

_ რამდენად ემთხვევა ამ პროექტის გახორციელება მოსახლეობის სურვილებს?

_ პროექტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივაა ქალაქების, მუნიციპალიტეტების ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი იდეაა და მივესალმები, რომ სამომავლოდაც გაგრძელდება. გადაწყვეტილების მიღების პროცესში არავინ ჩაგვრევია. პროექტი დეპუტატებთან ერთად განვიხილეთ. ასევე, სამინისტროდან ჩამოსული იყო რამდენიმეკაციანი კომისია, ასევე თავად მინისტრიც. მათ წარვუდგინეთ ჩვენი იდეა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. წყალსადენის ქსელისა და გზების სარეაბილიტაციოდ სხვადასხვა პროგრამაა შემუშავებული როგორც რეგიონული განვითარების, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდში.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან, ცენტრალური მაგისტრალური გზის მიმდებარედ, ბორდიურების, გაზონებისა და ბილიკების მოსაწყობად, მილიონ 600 ათასი ლარის სამუშაოები ჩატარდა.

_ თქვენი აზრით, უკავშირდება თუ არა, ამ პროექტის დაწყება თვითმმართველობის არჩევნებს?

_ პროექტი არ უკავშირდება არჩევნებს. არც საარჩევნოდ არ დაწყებულა და არც არჩევნების დამთავრების შემდეგ დასრულდება. ჩვენთვის ლანჩხუთის ცენტრის კეთილმოწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის დაკავშირება არჩევნებთან არასწორია. პროექტის პრეზენტაცია წლის დასაწყისში გავაკეთეთ, პრემიერის ეს ინიციატივა კი, როგორც გითხარით, შემდეგშიც გაგრძელდება.

ალექსანდრე სარიშვილი ოთხი წელია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; მანამდე იყო საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. მისი თქმით, “ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებასა თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში ნამდვილად არ ერევა.  ადგილობრივი თვითმმართველობა გადაწყვეტილებას ადგილზე იღებს და მიღების პროცესში თავისუფალნი არიან”.

პროგრამის _ “განახლებული რეგიონები” _ ფარგლებში, ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ჩოხატაურში კი ცენტრალური მოედნის მოწყობა და დუმბაძის ქუჩის მოწესრიგებაა  დაგეგმილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ირაკლი ღლონტი “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ ეს პროექტი საარჩევნო პიარია და მეტი არაფერი:

_ ოზურგეთში ბიძინა ივანიშვილის ორი განშტოებაა: I. ოზურგეთის მერია მისი მესვეურებით  და II. პარტია “ქართული ოცნება”.  თუმცა, ყველა ხედავს რა არის გაკეთებული! რასაც ახლა აკეთებს ხელისუფლება, ეს არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ეს არის პოპულისტური ნაბიჯი და მეტი არაფერი. პირდაპირ გეტყვით, რომ მე სრულყოფილი ინფორმაცია არ მაქვს “განახლებული რეგიონების” შესახებ. სამაგიეროდ, კარგად ვიცი, თუ რა უნდა გაკეთდეს გურიის სამივე მუნიციპალიტეტში. ვაპირებ, 2 ოქტომბრის შემდეგ, ოზურგეთელებს მივცე ეკონომიკური კეთილდღეობის თავად  გამომუშავების საშუალება, რომ დამაგრდნენ ადგილზე და არ წავიდნენ მეზობელ-მეგობარ თურქეთში ან არ ჰქონდეთ სხვაგან გადახვეწის სურვილი…. სწორი პოლიტიკური ნების გატარება მინდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად. ვიცი, რა გუნდი მჭირდება ამ საქმიანობის გასახორციელებლად და რა სამსახურების მოდერნიზება დამჭირდება. მე იაფფასიან პოპულიზმში შესვლას არ ვაპირებ. თუ ვინმეს რამის გაკეთება სურდა ოზურგეთისთვის და ოზურგეთელებისთვის, ამისთვის მათ 9 წელზე მეტი ჰქონდათ.

_ ეს _ გამარჯვების შემთხვევაში… თუ ვერ გახდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, მაშინ რას აპირებთ?

_ 2012 წლის შემდეგ, ოპოზიციაში ვარ და გავაგრძელებ ხალხთან ერთად ყოფნას. მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული ჩემს გამარჯვებაში. ამ მუნიციპალიტეტში ვხედავ ბევრ პრობლემას, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს.

_  ერევა თუ არა ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებებში?

_ რა თქმა უნდა ერევა. არჩეულმა მერმა უნდა იგრძნოს, რომ ის არის ხალხის მსახური, მაგრამ ასე, ამ ხელისუფლების დროს, არ მომხდარა. პრემიერ-მინისტრზე მეტი ლეგიტიმაცია გააჩნია თითოეულ არჩეულ მერს და საკრებულოს წევრს. სანამ ამას არ გააცნობიერებენ, მანამდე ადგილობრივი პოლიტიკა და დეცენტრალიზაცია ვერ შედგება. ესაა მთავარი პრინციპი და დღემდე ვერ შედგა ფაქტი, რომ ოზურგეთს,  სხვა მუნიციპალიტეტებს ჰყოლოდათ ძლიერი მერი. ამას სჭირდება აუცილებელი ცვლილება, _ ამბობს ირაკლი ღლონტი.

პარტია “ლელო – საქართველოსთვის” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მალხაზ ჩხიკვაძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ მუნიციპალიტეტებში ლამაზი ცენტრი ყველას სიამოვნებს, მაგრამ “ცოტა დროში აცდენილ პროექტს” უწოდებს იმას, რაც “განახლებული რეგიონების” ფარგლებში უნდა გაკეთდეს:

_ არა აუცილებელი და დროში აცდენილი პროექტია. მაშინ, როდესაც სოფლების დიდ ნაწილში გზები არ არის დაგებული, ინფრასტრუქტურა არ არის ნორმალურად მოწყობილი და მოწესრიგებული.

ჩემი აზრით, უკეთესია უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტების გახორციელება სოფლებში. ადამიანს რამდენიმე საათი არ უნდა ეხარჯებოდეს სოფლიდან ჩოხატაურის ცენტრში ჩამოსვლაზე. საშინელი გზებია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და დარწმუნებული ვარ სხვა მუნიციპალიტეტებშიც მსგავსი მდგომარეობაა. მაგალითად, სოფელ ზემოხეთში, სოფელ ზოტში, ვან-ზომლეთში, სოფელ ზემო სურებში აუცილებელია დროულად გახორციელდეს გზის სარემონტო სამუშაოები.

ცენტრში შენობების ფასადების შელამაზება, ფასადური პროექტებია და  თვალში ნაცრის შეყრაა, ვიდრე რეალურად საქმის გაკეთება. ამით სოფლის მცხოვრებლების ყოველდღიური ყოფა არ უმჯობესდება და აქედან გამომდინარე, აუცილებლად ისეთი პროექტების დაგეგმვაა საჭირო, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარებს პრობლემებს ჩვენს მოქალაქეებს.

შარშან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დიდი პომპეზურობით გაიხსნა იუსტიციის სახლი გზის პირას. ეს იყო ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვა, რადგან არაფერი ამით არ შეცვლილა სასიკეთოდ შორს მცხოვრები ადამიანებისთვის. კარგი იქნებოდა, რომ აშენებულიყო სოფელ ამაღლებაში ან ბუკისციხეში. მიმდებარე სოფლის მოსახლეობისთვის იქნებოდა კომფორტი და სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და გაიოლება.

_ თქვენი აზრით, ერევა თუ არა ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებებში?

_ ღარიბაშვილმა რა იცის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებები? მას ახლა თავი “ღმერთის მოციქული” ჰგონია. ადგილობრივი ხელისუფლების კი არა,  შთაბეჭდილება მრჩება, რომ საკუთარი უფლებამოსილებებიც კი არ იცის ბოლომდე. მისი სიტყვები არაა “ვინ ეკითხებოდა პრემიერ-მინისტრს ჩემს მინისტრად დანიშვნასო”?! ამით, თითქოს,  წინამორბედის დაკნინება უნდოდა და პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტის  უაღრესად დამაზიანებელი განცხადება გააკეთა. შესაბამისად, არცაა გასაკვირი, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება  საბჭოთა, კომუნისტური ხელისუფლების იდეური მემკვიდრეა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისის გადაწყვეტილების გარეშე ვერაფერს აკეთებენ. მაგალითად, 2020 წლის მაისში მიღებულია “ტყის კოდექსი”, რომლითაც შესაძლებელია ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუნიციპალურ საკუთრებად დაარეგისტრიროს ტყის ფართობები და კანონის შესაბამისად განკარგოს. დღემდე არც ერთი კვადრატული მეტრი ტყე არ არის დარეგისტრირებული ჩოხატაურში მუნიციპალურ საკუთრებად, არც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებია მუნიციპალურ საკუთრებაში, რისი უფლებაც 2014 წელს მიღებული “ადგილობრივი თვითმმართველობის” კოდექსით მიეცათ.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმას, ის ჯერ ადგილზე უნდა მუშავდებოდეს; დიდვანში ან კოხნარში რა უნდა გაკეთდეს, უპირველესად, ადგილზე უნდა გადაწყდეს და არა  დედაქალაქში, სადაც მომუშავე  ჩინოვნიკები ხშირად ძალიან ნაკლებად არიან ინფორმირებულები თუ სინამდვილეში რისი გაკეთება უნდა მოსახლეობას სოფლებში. ცენტრალურ ხელისუფლებას არ უნდა უფლებამოსილების გადმოცემა და აქედან გამომდინარე, შედეგებს ყველა კარგად ვხედავთ, რა მდგომარეობაში ვართ. ასეთი დამოკიდებულებით ვერ ვითარდება და შეუძლებელია განვითარდეს თვითმმართველობა. სანამ ადგილობრივი ხელისუფალი და მერი ცენტრალურ ხელისუფლებას მის უფროსად ჩათვლის და არა პარტნიორად, მანამდე მუნიციპალიტეტების ვერ განვითარდებიან. ამიტომაცაა სასიცოცხლოდ აუცილებელი, რომ მუნიციპალიტეტის მერმა კარგად იცოდეს თავისი უფლებამოსილება და ჰქონდეს გამოცდილება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმტკიცოს, თუ რა არის პირველი რიგის ამოცანები; მათთან საქმიანი ოპონირებაც უნდა შეეძლოს თავისი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საკეთილდღეოდ, _ ამბობს მალხაზ ჩხიკვაძე.

“გურია ნიუსი” ასევე დაუკავშირდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს და “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ირაკლი კუჭავას. მას ორი კითხვით მივმართეთ: 1. რას უპასუხებს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც აცხადებენ, რომ “განახლებული რეგიონები” მხოლოდ საარჩევნო პროექტია; 2. რას უპასუხებს ოპოზიციას, რომელიც თვლის, რომ ყველა პროექტი, რომელიც ხორციელდება მუნიციპალიტეტებში, დედაქალაქიდან იმართება ანუ ცენტრალური ხელისუფლება ერევა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებებში.

ირაკლი კუჭავა: _ ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების რამდენიმე ფინანსური წყარო არსებობს: თვითმმართველობის ადგილობრივი ბიუჯეტი; რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდი; მუნიციპალური განვითარების ფონდი. ასევე, შესაძლებელია, პროექტები გახორციელდეს ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით. ერთი ასეთი პროექტის გახორციელება მიმდინარეობს მდინარე ორპირას გასწვრივ, ხოლო ორი პროექტი მომავალ წელს დაიწყება.

ჩვენი მუნიციპალიტეტი, როგორც ფინანსურად არათვითკმარი, ადგილობრივი შემოსულობებიდან მხოლოდ დაბალბიუჯეტიან პროექტებს ახორციელებს. რაც შეეხება, რეგიონებში გასახორციელებელ პროექტების ფონდს, ყოველ წელს ხდება დაფინანსების გამოყოფა, რომელსაც რამდენიმე შეზღუდვა ახლავს, რაც უნდა გაითვალისწინოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ პროექტების შესყიდვის დროს; მაგალითად, პროექტის ღირებულება არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები, არ უნდა იქნეს გარემონტებული ადმინისტრაციული შენობები, არ უნდა დაფინანსდეს ინვენტარის შეძენა. ვფიქრობ, ეს სწორია… ადგილობრივი თვითმმართველობა, სხვა მხრივ, სრულიად თავისუფალია პროექტების დაგეგმვასა და გახორციელებაში.

აქედან გამომდინარე, ის მოსაზრება, რომ ცენტრალური ხელისუფლება ერევა თვითმმართველობის უფლებებში და რომ პროექტები დედაქალაქიდან იმართება _ არასწორია.

რაც შეეხება პროექტს “განახლებული რეგიონები”, ეს პროექტი პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა რამდენიმე თვის წინ. მუნიციპალიტეტებს თავად შეარჩევინეს ურბანულ ცენტრებში სარეაბილიტაციო სივრცეები. სამთავრობო კომისიამ, რომლის წევრები მერებიც ვიყავით, განიხილა საპროექტო წინადადებები და რომლებიც იქნა მოწონებული და დამტკიცებული, მათ გახორციელებაზე გამოცხადდა ტენდერები პროექტირება-მშენებლობის ერთობლივი შესყიდვით. ჩვენს შემთხვევაში, შეირჩა  დუმბაძის ქუჩა. ეს პროგრამა გარდამავალია და გაგრძელდება მომავალ წელსაც. ასე რომ, არჩევნებთან არანაირი კავშირი არ არსებობს; ჩემი მერობის დროს, 5 არჩევნები ჩატარდა და ამ წლებში მუნიციპალიტეტში  გახორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე უარს ხომ ვერ ვიტყოდით?! ოპონენტების ლოგიკით ასე გამოდის, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია, _ ამბობს ირაკლი კუჭავა.

ჩვენ შევეცადეთ ჩვენი არქივის ბოლო ერთწლიან ნაწილში მოგვეძებნა თუნდაც ერთი ინფორმაცია, რომელიც მუნიციპალიტეტებში რეაბილიტაციისა და მუნიციპალური ცენტრების განახლების პროგრამის “განახლებული რეგიონების” საერთო-სახალხო ან უბრალოდ, საზოგადოებრივი განხილვის პროცესს ასახავდა. სამწუხაროდ, მსგავსი ვერაფერი აღმოვაჩინეთ. გურიის არც ერთ მუნიციპალიტეტში არ მომხდარა დამტკიცებული, შერჩეული ობიექტების განახლების პროექტების საზოგადოებისთვის წარდგენა, შენიშვნების მოსმენა და გაზიარება; ამდენად, საზოგადოების სურვილები, მოსაზრებები და ანგარიშვალდებულება მის მიმართ ამ პროცესში სრულებით არ ჩანს. რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად განკარგვას, სრულიად გაურკვევლად და გაუმჭვირვალედ გამოიყურება პროექტირება-მშენებლობის ერთობლივი შესყიდვის პროცესი, რომელიც უზამაზარი მოცულობის სამუშაოების გახორციელებას ითვალისწინებს. არც შედეგზე ორიენტირება გამოიყურება მთლად მომხიბვლელად  _ ჩვენი ინფორმაციით, რომელიც გადამოწმების პროცესშია, რეაბილიტირებული შენობები მხოლოდ ფასადით იქნებიან “შელამაზებულები” _ უკანა კედლები, სახურავები, მიმდებარე კომუნიკაციები ისევ უშნო და გაცვეთილი იქნება. არადა, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ “ფასადური” მშენებლობები წინა ხელისუფლების დროს, ოპოზიციის მთავარი ბრალდება და კრიტიკის საგანი იყო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამივე მუნიციპალიტეტში ორი წლის განმავლობაში 20 000 000 ლარი დაიხარჯება. სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს “აღმაშენებელი ქუთაისმა” გაიმარჯვა.

სტატია ქვეყნდება პროექტის “გამჭვირვალე არჩევნები და მედია” ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას.

შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

[sexy_author_bio]

ალექსანდრე სარიშვილიირაკლი კუჭავა
გაზიარება4Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ვის გადაეცემა საახალწლო ნობათი

18:45; 11 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

სკოლების მშენებლობის საკითხი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა

18:18; 11 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 11 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

გადატანის შემდეგ ტოვებს თუ არა “ღორის გრიპი” იმუნიტეტს?

16:12; 11 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა

16:02; 11 დეკემბერი, 2025

"დედა მეოთხე შვილს მარხავს, მთელი სენაკი გლოვობს"

"რომ გავიზრდები კბილის ექიმი ვიქნები და ცუდ კბილებს ყველას დავაძრობ" _ ანაგოგოს ფიქრები

ყველა სიახლე

ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ერთმანეთისთვის არიან შექმნილი

22:37; 11.12.2025
ზაფრანი

ორი ყველაზე ამოუცნობი ზოდიაქოს ნიშანი

22:29; 11.12.2025
სამართალი

მამაკაცი, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

19:23; 11.12.2025
პოლიტიკა

ფრიდონ ინჯიას პარტია ოზურგეთის საკრებულოში ფრაქციას ქმნის

19:12; 11.12.2025
პოლიტიკა

2 430 876 ლარის ღირებულების ხიდი ჩოხატაურში, რომლის გახსნაც არ გაშუქდა

19:02; 11.12.2025
საზოგადოება

ვის გადაეცემა საახალწლო ნობათი

18:45; 11.12.2025
საზოგადოება

სკოლების მშენებლობის საკითხი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა

18:18; 11.12.2025
სამართალი

პროკურატურამ 809 880 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

17:35; 11.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 11.12.2025
ფინანსები

STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

17:09; 11.12.2025
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

16:55; 11.12.2025
სამართალი

საკადრო ცვლილებები შსს-ში – ვინ სად დაინიშნა

16:29; 11.12.2025
პოლიტიკა

პაატა სალია: სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ წერტილი დაუსვა განცხადებებს იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას”

16:22; 11.12.2025
საზოგადოება

გადატანის შემდეგ ტოვებს თუ არა “ღორის გრიპი” იმუნიტეტს?

16:12; 11.12.2025
საზოგადოება

საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა

16:02; 11.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო