,,მუნიციპალიტეტებში “ქართული ოცნების” წევრები მზად არიან, რომ ვითარების გართულების შემთხვევაში უმრავლესობა დატოვონ“, – ამის შესახებ საარჩევნო ბლოკის “ენმ – ძალა ერთობაშიას” წევრმა, მურმან დუმბაძემ, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა.
დუმბაძის თქმით, როგორც კი სპეცრაზმი გამოჩნდება, უნდა ელოდონ “ქართული ოცნების” საბოლოო და სრულ ჩამოშლას.
“მე მაქვს კომუნიკაციები მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ იმ წევრებთან, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ. როგორც კი გართულება დაიწყება ღარიბაშვილის მხრიდან, როგორც კი რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს, როგორც კი პოლიცია გამოჩნდება, როგორც კი სპეცრაზმელი გამოჩნდება, უნდა ელოდონ “ქართული ოცნება” საბოლოო და სრულ ჩამოშლას. ეს პროცესი არის დაწყებული, გახარიამ დაიწყო, რა მოხდა ახლა დასავლეთში ნახეთ. უკვე პირველი სიგნალები არის და მე მაქვს შიდა სიგნალები, რომ გართულების შემთხვევაში ისინი დატოვებენ ქართულ ოცნებას” – თქვა მურმან დუმბაძე.
შეგახსენებთ, დღეს, 19 თებერვალს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ზურაბ ბიგვავამ საკრებულოში “ქართული ოცნების” უმრავლესობა დატოვა.
მან გიორგი გახარიას მხარდაჭერა გამოუცხადა და ,,ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკა გააკრიტიკა.