ცოტა ხნის წინ აშშ-ის ქალაქ იუტას უნივერსიტეტის მეცნიერები დაზიანებული თათების მქონე თაგვებს მოცარტის სამ სამსაათიან კომპოზიციას ასმენინებდნენ. 21-დღიანი ექსპერიმენტის შემდეგ თაგვები, რომლებიც მუსიკას უსმენდნენ, დაზიანებული თათებით წნევასა და მაღალ ტემპერატურას 77 პროცენტით უფრო დიდხანს უძლებდნენ, ვიდრე ისინი, რომლებიც მუსიკას არ უსმენდნენ.
მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ მუსიკა გარკვეული მედიკამენტების ეფექტურობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა. მაგალითად, შესიების დასაცხრობად, მოცარტითა და იბუპროფენით მკურნალობისას, მხოლოდ იბუპროფენით მკურნალობასთან შედარებით, მეცნიერებმა 93 პროცენტით უფრო ეფექტური შედეგი მიიღეს. კანაბიდიოლი კი მუსიკასთან ერთად 21 პროცენტით უფრო ეფექტური იყო.
მეცნიერები ვერ ხსნიან, თუ ზუსტად რა მექანიზმით მოქმედებს მუსიკა ორგანიზმზე, თუმცა წინამორბედი კვლევებით ცნობილია, რომ მუსიკა ჰორმონ კორტიზოლის კონცენტრაციას ამცირებს, რომელიც ანთების პროცესში იღებს მონაწილეობას. ასევე შემჩნეულია, რომ მუსიკა პრო-ანთებითი ცილების, ციტოკინების რეგულირებას აუმჯოესებს.