ამერიკელი მუსიკოსი, ტომ პეტი კალიფორნიაში, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC -ის ინფორმაციით, მუსიკოსის ოჯახი იტყობინება.
როგორც ცნობილია, ტომ პეტი, სახლში, ორშაბათს დილით უგონო მდგომარეობაში იპოვნეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს და გვიან ღამით გარდაიცვალა.
პეტი ყველაზე მეტად ცნობილი იყო როგორც ჯგუფ Tom Petty and The Heartbreakers-ის წამყვანი ვოკალისტი.
მის მიერ შესრულებული ჰიტები მოიცავდა American Girl, Breakdown, Free Fallin‘, Learning to Fly და Refugee.