მწეველთა განცხადება, რომ სიგარეტი ეხმარებათ აზროვნებაში, ყურადღების მობილიზაციაში – არ არის მართალი. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მოწევა (მათ შორის პასიურიც) მნიშვნელოვნად აქვეითებს აზროვნებას და ინტელექტის დონეს. გარდა ამისა, მწეველთა ოჯახში დაბადებული ბავშვები განვითარებით ჩამორჩებიან. 7 წლის ასაკში ცუდად კითხულობენ, 10 წლის ასაკში ვერ იგებენ ტექსტს და ვერ ხსნიან არითმეტიკულ ამოცანებს.
გამორიცხული არ არის, რომ ძალიან მალე ღვიძლით დაავადებულ პაციენტებს აბების ნაცვლად დაუნიშნონ შავი შოკოლადი. აღმოჩნდა, რომ ანტიოქსიდანტებით მდიდარი ნუგბარი სასარგებლოა სისხლძარღვოვანი სისტემით დაავადებულთათვის და, რაც მთავარია, დაბლა სწევს არტერიულ წნევას.
ჩაიც სამკურნალო მცენარეა. ასე რომ, ჩაის უზომოდ სმა არ შეიძლება. დიეტოლოგები გვირჩევენ, დავლიოთ დღეში 1-2 ფინჯანი შავი ჩაი და ისიც შუადღემდე, ხოლო მწვანე ჩაი – 3 ფინჯანი დღის განმავლობაში. კოფეინი, რომელსაც ჩაი შეიცავს, ორგანიზმიდან გამოიდევნება 6 საათში, ხოლო ყავისა – 1-2 საათში.
ფეიხოა ერთადერთი პროდუქტია, რომელიც იოდის შემცველობით ზღვის პროდუქტებს უტოლდება. იოდი, რომელსაც ფეიხოა შეიცავს, წყალში ადვილად ხსნადია და ორგანიზმიც ადვილად ითვისებს. ფეიხოა მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით: ჩ ვიტამინით, კანი კი _ კატეხინებითა და ლეიკოანტოციანებით, რომლებიც ხელს უშლიან ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.
სილიციუმი (კაჟბადი) დიდ როლს თამაშობს ძვლების ხრტილოვანი და შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებაში, ამაგრებს კანს, თმასა და ფრჩხილებს. სილიციუმს შეიცავს შვრია, ფეტვი, ქატო, გაღივებული ხორბალი, კომბოსტო, ხახვი, სტაფილო, სალათა, ჭარხალი, ნიახური, გოგრა, ლობიო, უნაბი, პირშუშხა, ისპანახი და ვაშლი.