(გაგრძელება) მეორე დღეს შოვის ხაზეინი გამაცნეს ბაფალო ბილი.
(ბაფალო ბილი, ნამდვილი სახელი და გვარია უილიამ ფრედერიქ ქოუდი (1846_1917 წწ). აშშ_ს არმიის პოლკოვნიკი, მზვერავი, დილიჟანსის გამცილებელი, შოუმენი და ბიზნესმენი, “უაილდ უესთ შოუს”_ ველური დასავლეთის შოუს, დამაარსებელი. მან საფუძველი ჩაუყარა ამერიკულ შოუ ბიზნესს).
ამერიკაში ყველაკაცი იცნობს იმდენი წიგნებია მასზე დაწერილი რუმ ვერDდეითვლი მთელი მისი ცხოვრებაა დაწერილი რაფერ ნადირობდა ბაფალოზე იმიზა შეარქვენ მაი სახელი. რაფერ გადაქონდა ფოშტა, ინდიელებს რომ ეჩხუბებოდა და ყოლისფერი რაც თავს გადახთენია. ერთი ქე წევიკითხე შოვში მომცენ ნამეტარი მომეწონა მარა ზოგან სინცრუეა დაწერილი რაფერ შეიძლება ერთი გასროლით კაძახმა სამი ინდიელი მოკლას? მარა მაინ კაია. ბაფალო ბილი მაღალი ყაძახია, კაი შესახედაობის გძელი თმებით და წვერულვაშით ლოყებზე განაპარცი ჰქონდა. ტყავის შარვალი და კასტუმი ეცვა ქუდი ეხურა კავბოიკაცებს რომ აქვენ. იშვიათი მოჯირითე იყო კარგადაც სროლილობდა ერთხელ თურმე ინგლისში რუმ იყო დედოფალს აჩვენებდენ ამ შოვს ვინჩესტერიდან სროლილობდა დედოფალ ვიქტორიას უთქვამს მაი ვინჩესტერი კაი ყაძახის ხელშიაო.
(1892 წლის 25 ივნისს ,,უაილდ უესთ შოუს” წარმოდგენა გაიმართა უინძორში დედოფალ ვიქტორიას წინაშე, წარმოდგენაში მონაწილეობდნენ გურული მოჯირითეებიც, დედოფალი მათი დიდი თაყვანისმცემელი იყო ).
გევიცანით ერთმანეთი ხელის ჩამორთმევაც მაგარი სცოდნია. ინგლისური საიდან იციო? აქანე კაი ხანი ვარ მეთქი. მიყურა ერთხან დაკვირვებით ცხენზე თუ იცი ჯდომაო რავა გეკადრება ბატონო ამის მეტი რა შემიძლია მეთქი. შამუვახტი ცხენს და ჩემებურად გავაჭენე, გურიაში ბაღნობაში მეტ კი არაფერს ვაკეთებდი ბაბაიმ მასტავლა ნამეტარი მოეწონა ტაშიც დოუკრა ერთი ორჯერ კაიო მოდი და გაგსინჯავთო. მერე ისთევლე ხელი ჩამომართვა. კანტრაქტი დამიდვეს. ასთე მოვხთი შოვში!
ნამეტარი ვიღლებოდი. თავიდან ბრევლი მუშავობა გვიწევდა საღამო ხანს ისთე ვიყავი ფეხებს ვერ ვგძნობდი არსა წასლა არ მინდოდა აღარ მაინტერესებდა დამაძინა მეთქი. მარა მივეჩვიე.
შოვის წინ იმართებოდა პარადი ყველაყაი თათრები ინდიელები ამერიკელები ქალაქის მთავარ ქუჩაზე ცხენებით მოდიოდენ წინ შოვის პატრონი ხან პარადის შუაში.. ხანდისხან ხელში დროშებიც გვეჭირა ხალხი მთლა ჩვენ მოგვჩერებოდა. ჩვენი გამოსლა იწყებოდა სიმღერით მერე პაწა ხანს ვცეკვავდით ფიცრისგან შეკრულ იატაკზე. მე კაი ცეკვა არ ვიცი მარა ამერიკელებიზა გამოდგება. ვიწყებდით ჯირითობას. ცხენზე თამაშით მთლა ვაშტერებდით მაყურებელს. მე მიწიდან ვიღებდი ნივთებს, ვაკეთებდი თავყირას. აბდარშიც კი ცარიელ არდგილს ვერ იშონიდი.
შოვში იყვენ კაი ცხენოსნები მექსიკელები კავბოები მარა ჩვენ ვერ გვჯობნიდენ ნამეტარ ცთილოფთენ…
ხელფასი ევიღეთ ბიჭეფმა მაღაზიაში წევიდენ, მეც გავყეი თვარა იგენი გამყიდველს ვერაფერს გააგებიებენ. იყიდენ რაიც უნდოდათ და გახარებული წამევედით სახში.
რაიც შემიძლია ვაგზავნი სახში…
მიყვარს მატარებლით მგზავრობა მთელი შოვის ხალხი ჩავალაგებთ ბარგს, ცხენეფს თავის ადგილს მივუჩენთ, ადგილებზე დუუფშტვენდა მატარებელი და გუუყვებოდა გზას ვიჯექი ფანჯარასთან და ვუცქერდი იქაურობას ხალხს სახლებ. ზოგან ბუნება ისთე გავს გურიას. დიდი მთაი. აქანე ხავაც კაია
საღამოზე ქალაქში სანახავათ გავდიოდით. მე პირველათ რომ მოვხთი ამერიკაში მარტუაი თფილისი და ქუთაისი მქონდა ნანახი. ახლა კი იმფერ სანახავებს ნახავ ზღაპარია გეგონება.
მთელი დუნია მევიარეთ სუნთელი ამერიკა ხომ მთლა გადმევიარეთ. ევროპაში ვიყავით, გერმანია საფრანგეთი იტალია კანადა ქვეყანა არ დაგვრჩა ფეხი არ დაგვედგას ძაან დახვედრა გვქონდა. ხალხი თბილათ გხთებოდა უხაროდენ ჩვენი ნახვა. ბიჭეფ არ მოეწონენ ინგლისელები ნამეტანი ცივი ხალხი გამოდგენ. ზედმეტს ერთს არ გაგიღიმებდა ჩვენი ერთი აფხანაკი ანთაძე თურმე სულ რაცხა სალაღობო ამბებს ლაპარიკობდა მარა ერთჯელ ვერ გააცინა. ფრანცუზები ქუჩაში უკან მოგვყვობოდენ, ბიჭეფი ჩივოდენ აგენი ჩვენი დაცვა არიო მოდიოდენ ტანსაცმელს და ხანჯლეფს უყურებდენ ყველაკაცი კაზაკს გვიძახდა კი ვუჩივოდით არ ვართ ბატონო კაზაკები მარა ვინ გაყურებდა. რა მაგენის ბრალია აფიშებზე და ფოსტერებზე* კაზაკი და რუსიო ეწერა. ჩაცმულობაც იმფერი გვქონდა ჩვენებურ გურულს და კაბალახს ერთი თუ ატარებდა ხაზეინის თხოვნა არისო.
ჩემ ერთ აფხანაკ ამერიკელს შევეკითხე: შავი ზღვა თუ იცი?
არაო კავკასია? არაო. საქართველო? სულ ნოუ ნოუს ჩივოდა….
აბა რა იცი შე უბედურო რაფერ ააშენეს ამ ოჯახდაქცეულებმა აი ქვეყანა? (სტილი დაცულია)გაგრძელება იქნება