Myvideo.ge-დან რამდენიმე ქართული ტელეარხის, მათ შორის, “რუსთავი 2-ის”, “იმედის”, “მაესტროს”, GDS-ის, “კომედი არხისა” და “მარაოს” პირდაპირი ტრანსლირება შეწყდა. კითხვას რა მიზეზით მოხდა ეს – კომპანიაში არ უპასუხეს.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ეს გადაწყვეტილება თავად Myvideo-მ მიიღო. გვარამია ამბობს, რომ პორტალმა უარი განაცხადა ტელეკომპანიების მოთხოვნაზე ტრანსლირების სანაცვლოდ მათთვის გადაეხადათ და რუსთავი 2 ნუსხიდან ამოიღო.
გვარამიას თქმით, ეს მათი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა და გამავრცელებლებს კონტენტს უფასოდ ვეღარ მიაწვდიან.