ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ლელა ჩახვაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს, ლევან რატიანს დახმარებას სთავაზობს.
ამის შესახებ იგი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს:
“ბატონო ლევან, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. თქვენ, ალბათ, არც გეცლებათ სოციალური ქსელისთვის, მაგრამ სხვა გზა მე ვერ გამოვნახე თქვენთან დასაკავშირებლად, ამიტომ ისევ ამ გზით გადავწყვიტე თქვეთან კომუნიკაცია. არამარტო ჩემთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის თუ რაიმე ნათელი შეიძლება ჰქონდეს ამ პანდემიას, არის საჯარო სივრცეში თქვენანაირი პროფესიონალი, პოზიტივი ადამიანის გამოჩენა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. ვუყურე ნიკა გვარამიასთან თქვენს ინტერვიუს და მინდა შემოგთავაზოთ, თუ საჭირო იქნება, ვიმუშაო თქვენს კლინიკაში სანიტრად, ანაზღაურების გარეშე. ვარ ვეტერინარი ექიმი, 9 წლის მანძილზე გახლდით სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამართველოს უფროსი, 10 წელი კი – დიაგნოსტიკური ლაბორატორიის გამგე. გავლილი მაქვს ტრენინგები ამერკელ და ევროპელ წამყვან სპეციალისტებთან და ა.შ.”, _ აღნიშნულია წერილში, რომლითაც ლელა ჩახვაძე საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს მიმართავს.