რეჟისორ რეზო ესაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიუსამძიმრა.
პატრიარქის სამძიმრის წერილი საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ქართულმა მიწამ მიიბარა ბავშვივით გულწრფელი, გამოჩენილი ხელოვანი, დიდი პატრიოტი, ღვთისა და მოყვასის ერთგული რეზო ესაძე.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
რეჟისორი რეზო ესაძე 18 აპრილს გარდაიცვალა.































































