ოზურგეთში ინფიცირების შემთხვევები მატულობს. გასულ 24 საათში კოვიდინფიცირების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 596 შემთხვევა, საიდანაც 114 პაციენტი სტაციონარში, 157 საკარანტინე სივრცეში, 325 კი ბინაზე მკურნალობს.
სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 5524 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4900 ადამიანი, გარდაცვლილია 67.
[sexy_author_bio]