ჩოხატაურში, კომპანია “წყალი მარგებელში” მყოფ საექსპორტო ტრაილერის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა, _ ინფორმაციას “გურია ნიუსთან” ა(ა)იპ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო ჯიბუტი ადასტურებს.
“საექსპორტო ტრაილერის მძღოლს, რომელიც “ნაბეღლავის” ქარხანაში პროდუქციისთვის იმყოფებოდა, მეორადი ტესტირებით კორონავირუსი დაუდასტურდა. თუმცა, ეს გურიისთვის და კერძოდ, ჩოხატაურისთვის რაიმე შემაშფოთებელი არ არის, რადგან მას მუნიციპალიტეტში შემოსვლამდე ჩატარებული ჰქონდა ტესტირება, რომლის პასუხი იყო უარყოფითი. სატვირთოს მძღოლს ქარხანაში კონტაქტი თითქმის არ ჰქონია, _ გვითხრა ნატო ჯიბუტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გურია კვლავ “მწვანე ზონად რჩება”.
შეგახსენებთ, რომ პირველადი ტესტირებით დადასტურების შემდეგ, განცხადება გაავრცელა სს “წყალი მარგებელმა”.
კომპანიის ინფორმაციით, საექსპორტო ტრაილერის მძღოლი 10 ივნისს სს“ წყალი მარგებლის“ საწყობთან, დასატვირთად იმყოფებოდა. მას სს „წყალი მარგებლის“ არცერთ თანამშრომელთან უშუალო შეხება არ ჰქონია”.
ტრაილერის მძღოლს ქარხანაში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, 9 ივნისს ჩატარებული ჰქონდა ტესტი, რომელიც იყო უარყოფითი.
საექპორტო ტრაილერის მძღოლს ვირუსი ლარსის გამშვებ პუქნტზე 18 ივნისს დაუდასტურდა.