შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ზ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც “გურია ნიუსს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასთან სტუმრად მყოფი, 1988 წელს დაბადებული ბ.ბ. სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაღობილევში 30 წლის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ბაჩი ბოლქვაძე მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადგილობრივი მკვიდრი, 45 წლის ი ზ.გ-ა. მკვლელობა 14 აგვისტოს გამთენიისას მოხდა.