თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმის ერთ-ერთ ილუსტრაციას აქვეყებს.
“ალბათ, იფიქრებთ რომ გავგიჟდი და საძაგლობებს ვდებ. არა, მე არ გავგიჟებულვარ – ეს არის თბილისის მერიის მიერ შეკვეთილი – თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმის ერთ-ერთი ილუსტრაცია. ამ გეგმაში თბილისის მერიამ ერთ უცხოურ კომპანიას 476 ათასი ლარი გადაუხადა. დიახ, ნახევარი მილიონი გადაიხადეს ჩვენი ჯიბეებიდან ამ ფალოსის ნახევარკუნძულის დაპროექტებაში. ეგ ერთი საკითხია და მეორე ისაა რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თითქმის მზადაა და ამ დროს საგანგებოდ მხოლოდ თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმის შეკვეთა და დამუშავება არის ძალიან საეჭვო რამ”, _ წერს ელისაშვილი და ილუსტრაციის ფოტოებს სხვა დოკუმენტებთან ერთად აქვეყნებს.