ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრების და გურიის გუბერნატორის შეხვედრაზე დასწრება, რომელიც საკრებულოს სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს შალვა თავდიშვილსაც სურდა, თუმცა, მას ამის უფლება არ მისცეს:
“კომისიის სხდომაზე მოვედი და უმრავლესობის შეხვედრა დამხვდა. ნახევარზე მეტი ნაცებია მაგ შეხვედრაზე და მეც გამოვთქვი სურვილი დასწრების” _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას შალვა თავდიშვილმა.