,,ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები ამ წუთებში თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის მეტროს მიმართულებით მიემართებიან.
,,რიონის მცველის” ვარლამ გოლეთიანის თქმით, გადაიკეტება რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია.
მანამდე აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტეს საავტომობილო გზა. შემდგომ თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ მსვლელობით. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მიმართავდნენ, შეუერთდნენ აქციას და სკანდირებდნენ: „გამოდი“, „გამოდი“.