https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნამდვილი ამბავი (მეოთხე ნაწილი)

11:11; 13.11.2017
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

კირილე ჩავლეიშვილის სიკვდილმა უფრო მეტი მტერი და თავსატეხი გაუჩინა მაზრის ხელისუფლებას, სოფელი აფორიაქებულ სკას დაემსგავსა, რომელიც ნებისმიერ დროს იფეთქებდა. სოფელში არაფერი დაიმალებოდა, ჰოდა, ძმებს ამბავი მიუტანეს, მამათქვენის სიკვდილი ნიკოიას სინდისზეაო, მან დაგასმინათ ბოქაულთანო. ტყეში გავარდნილ ისედაც მრავალრიცხოვან ფირალებს კი კიდევ ორი გაშმაგებული, სისხლის აღების წყურვილით ანთებული ახალგაზრდა შეემატა. ძმებმა დაიფიცეს რომ შურს იძიებდნენ და ნიკოიასთვის თითო-თითო ვაზნა გადაინახეს:-გევიგებთ სა იმალება და დედას ვუტირებთო! ბოქაულმა ამ ამბის შემდეგ ტანსაცმლის ქვეშ რკინის წვრილი მავთულებისაგან ასხმული ჯავშნის ტარება დაიწყო.

გამცემის სახელი მთელმა სოფელმა გაიგო. მოსახლეობამ ნიკოიას და  მთელ მის ოჯახს ბოიკოტი გამოუცხადა. სასჯელის ეს ფორმა, რომელსაც ხალხი ერთხმად იღებდა კრებებზე, ინგლისიდან იყო შემოსული და გავრცელებული გურიაში. მის მიხედვით დამნაშავეს ეკრძალებოდა ეზოდან გასვლა და მასთან მისვლის უფლება არავის არ ჰქონდა, თუ გინდ ცეცხლი გასჩენოდა სახლს; დასჯილთან დალაპარაკების უფლება ოჯახის წევრებსაც კი არ ეძლეოდათ. ზოგი ბოიკოტის ქვეშ მყოფი ვერ უძლებდა ასეთ აუტანელ მდგომარეობას და იხვეწებოდა-ჯობია მომკალითო. ყოფილა შემთხვევები როცა დასჯილს უბრალოდ ჰკლავდნენ.

ნიკოიას სახლის კედელზე მკვლელობის მეორე დღეს წითელი ფერის საღებავით წარწერა გაჩნდა: სიკვდილი და არგადარჩენა ჯაშუშსა და გამყიდველ ნიკოია ცეცხლაძეს. ეს არაფერ კარგს არ უქადდა არც თავად ნიკოიას და არც მის ოჯახს. კირილეს მოკვლის შემდეგ ის სხვა სოფელში აფარებდა თავს, ხოლო სულ მალე ოჯახთან ერთად, სადღაც იმერეთში ნათესავებთან გადაიხვეწა.

კირილე მეზობლების დახმარებით სახლში გადაასვენეს და როგორც წესი და რიგია, რიტუალი ჩაატარეს, მთელმა სოფელმა ,,მიუმტკივნა და მიუსამძიმრა”. ქალები მიცვალებულს განგებ ჩვეულებრივზე უფრო ხმამაღლა მოთქვამდნენ, რომ მათი ტირილი ტყეში გავარდნილ ჭირისუფლებსაც გაეგოთ: ,,ვინც შენ ამ დღეში ჩაგაგდო, იმის კერიე გაცივებული მანახა, დეიქცეს მისი გვარი და ოჯახი, ფუტი არ დეინახოს იმისას არაკაცმა…”,,ვაიმე, ამას რას ხედავს ჩემო კირილე, ჩემი დასაფსები თვალები, აგია შენი ვაჟკაცობა, რომ დაგვტიე და წახვედი? აწი რა ეშველება შენ ოჯახს, შენ მეზობლებს და მოკეთეებს…” ქალებს არც კაცები ჩამორჩებოდნენ. ,,ჩემო კირილე, ჩემო ძვირფასო მეზობელო, როგორ გიყვარდა ჩემი ელისაბედის ტყემალში  ჩადობილი ვარია, რეიზა აითვალისწუნე, ადექი ბიჭო, ზეზე…”

აცრემლებული ვასილა და შალვა შორიდან ადევნებდნენ თვალს ტირილს. -ძმანებო,-ამხნევებდა მათ კიკია,-გულს ნუ გეიტეხთ, ამისანა დროს გულადობა გმართებთ. ჩვენ თავს ქე გევიტანთ, იმ გაბახებულებმა იფიქრონ და ეშინოდენ, ვინაც აი საქმე ჩეიდინა.

დასაფლავების დღეს ეზოში გრძელი სუფრა გაიშალა, კაცები მიუსხდნენ მაგიდას და სადღეგრძელოებს იძახდნენ: ,,დიდება ღმერთს, ღმერთო შენს მოწყალებას ნუ მოგვაკლებ…”

ყმაწვილებმა სანოვაგითა და ოტკით გაწყობილი ორი ტაბლა ეზოდან გარეთ გაიტანეს, დადგეს იქ სადაც სტრაჟნიკები ეგულებოდათ და თვითონ ეზოში შებრუნდნენ. სტრაჟნიკებს ნაბრძანები ჰქონდათ, სახლთან ახლო-მახლო ედარაჯათ, მაგრამ ისე, რომ მოსახლეობა არ გაეღიზიანებინათ.

,,ღმერთმა შეიწყალოს ამ ოჯახის მიცვალებული, აცხონოს და საუკუნო სასუფეველო დოუმკვიდროს…”

საჭმლისა და არყის დანახვაზე მშიერი სტრაჟნიკები სამალავიდან გამოვიდნენ და გემრიელად შეექცნენ.

,,ღმერთმა ყველაკაცს მშვიდობა მოგცეს, სასიკეთო საქმიზა შევყრილიყავით ამ ოჯახში…”

ცოტა ხანში სახლიდან გამოვიდა კაცი, რომელსაც მხრებზე წითელი ყაბალახი ჰქონდა მოგდებული. ის ჭიშკართან დადგა და ყაბალახი დაიხურა. ეს ნიშანი იყო ძმებისთვის. შალვამ და ვასილამ ფრთხილად შემოუარეს სახლს და სიმინდის ყანის მხრიდან, უკანა შესასვლელით ოდაში შევიდნენ. ქალები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ მათ დანახვაზე ვაი-უშველებელი არ აეტეხათ. ბიჭებმა დაიტირეს მამა, გულმკერდზე ეამბორნენ და ისე სწრაფად დატოვეს სახლი, რომ სტრაჟას ეჭვიც კი არ აუღია. მეორე დღეს მთელი სოფელი ამის შესახებ ლაპარაკობდა და სისონა დარჩიასადმი მიძღვნილი ლექსიც კი გადააკეთეს: ,,შევიდენ, მამა იტირეს, არ შეშინდენ იმდონ ჯარშიო”. ამ ამბავმა, რა თქმა უნდა, ბოქაულის ყურამდე მიაღწია, რომელმაც თავისი რისხვა სტრაჟნიკებს დაატეხა: სუ სუკინი დეტი, ტუპიცი და მერზავცი უძახაო,-ჰყვებოდნენ სოფლელები. 

მეორე ღამეს შალვა, ვასილა და კიკია ჯერ სასაფლაოზე გავიდნენ, შემდეგ საკუთარ სახლში ქურდებივით შეიპარნენ. კედლებიდან მშობლების ფოტოები ჩამოხსნეს. იარაღს ვერსად მიაკვლიეს – მამისეული თოფი, ხმალ-ხანჯალი, რევოლვერი, ნაჯახებიც კი, თან წაეღოთ, თან მამის გიორგის ჯვრებიც მიუყოლებიათ. ძმებმა მოიტანეს თივა და ფუჩეჩი, ,,ზალაში” დაყარეს და წაუკიდეს ცეცხლი. დაიცადეს პატარა ხანი და როცა ცეცხლი მომძლავრდა, იქაურობას გაეცალნენ. ისინი შემაღლებული ადგილიდან უყურებდნენ როგორ იწვოდა მათი საყვარელი ოდა. ტყეს მხოლოდ მაშინ შეაფარეს თავი, როცა მეზობლები შეგროვდნენ ალმოკიდებულ სახლთან.

ძმები ცდილობდნენ დაედგინათ ნიკოიას ადგილმდებარეობა, მაგრამ ეს არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა. სანამ გამცემის კვალს მიაგნებდნენ, შალვა და ვასილას ერთი საქმე ელოდათ: ბოქაულის მოკვლა. არობელიძემ იცოდა რომ ძმები მამის სიკვდილში მას ადანაშაულებდნენ, თუმცა თავს დამნაშავედ არ თვლიდა. მან რამდენჯერმე შუამავალიც კი გაუგზავნა ძმებს, შევხდეთ და ვილაპარაკოთ, შევრიგდეთო, მაგრამ ჩავლეიშვილები მოლაპარაკებაზე არას გზით არ თანხმდებოდნენ. მეორმეცე დღეს ძმები თავს დაესხნენ საბოქაულოს, ყუმბარა ესროლეს და სროლა აუტეხეს. შენობაში მხოლოდ ორი სტრაჟნიკი იმყოფებოდა, რომელიც იატაკზე გაწვა და თავდასხმისას ერთხელაც არ გაუსროლია. როცა დამხმარე ძალა მოვიდა, ბიჭები უკვე შორს იყვნენ. არობელიძეს ფანჯრების ყველა შუშა ჩამსხვრეული, კედლები ტყვიით დაცხრილული და დალეწილი დახვდა. სიტუაცია ძალიან სერიოზულ ხასიათს იღებდა, ამიტომაც არობელიძე დღისით და ღამით გვერდიდან მცველს არ იშორებდა. ძილი დაუფრთხა და უფროსობასთან შუამდგომლობით მივიდა, რათა ის სხვაგან გადაეყვანათ, მაგრამ პასუხი იგვიანებდა…

სოფელ #-ში ციხე არ იყო, არც საიმედო ადგილი, სადაც პატიმრის გაჩერება შეიძლებოდა, ამიტომაც დაპატიმრებული მაშინვე ოზურგეთის ციხეში გადაჰყავდათ.

ერთხელაც ტერორისტობასა და რევოლუციონერებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი ოზურგეთში წაიყვანეს. დაპატიმრებული ფეხით მიდიოდა, მას ოთხი ცხენოსანი კაზაკი აცილებდა, სათავეში კი თვით ბოქაული ჩაუდგა. ბოქაული იმედოვნებდა, რომ ოზურგეთში კიდევ ერთხელ შეახსენებდა საკუთარ თხოვნას, თანაც ეს კარგი მიზეზი გახლდათ ცოტა ხნით მაინც გარიდებოდა სოფელს.

ბადრაგს გზად ერთი პატარა ხის ხიდი უნდა გადაევლო, რომელიც მთიდან მოჩქრიალე სწრაფ მდინარეზე იყო გადებული.

როცა ტყეში გავარდნილებმა ეს ამბავი შეიტყვეს, ცოტა არ იყოს და არ ესიამოვნათ, რადგან ტყვია-წამლისა და ყუმბარების ნაკლებობას განიცდიდნენ.  სამად-სამი ყუმბარაღა ჰქონდათ დარჩენილი და დღე-დღეზე ელოდნენ შუამავლის გამოჩენას, რომელსაც ფორთოხლები, ასე ეძახდნენ მათ, უნდა მოეტანა. ყუმბარები რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით ერთ მთიან სოფელში მზადდებოდა. საუკუნის დასაწყისის გურიაში რამდენიმე იატაკქვეშა სახელოსნო არსებობდა: სურებში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, და კიდევ სხვა ადგილებში.

ბიჭები ასეთ შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდნენ. რაც კი რაიმე იარაღი და ტყვია-წამალი ებადათ, ცხენებს დააკრეს და დილაუთენია ხიდთან ჩასაფრდნენ. ცხენები მოშორებით მიაბეს. შალვა და კიკია ხიდის აქეთა მხარეს, დიდ ლოდებს ამოეფარნენ, ვასილა კი გადაღმა მხარეს, ხშირ ბუჩქებში ჩაწვა.

დრო ნელა მიიზლაზნებოდა. ჩასაფრებულები ერთმანეთს ხედავდნენ და ხანდახან ხელის აწევით ერთმანეთს ამხნევებდნენ. ვასილას მოშივდა, აბგიდან გამხმარი ხაჭაპურის ნატეხი ამოიღო, და ღრღნა დაუწყო. ხაჭაპური გაქვავებულიყო და ამიტომ პირში ნერწვით ასველებდა და შემდეგ კბილებით ტეხდა. ჭამაში ისე გაერთო, რომ ძლივს შეამჩნია შალვას აწეული ხელი, რომელი გამალებით უქნევდა და რაღაცას ანიშნებდა. ვასილამ მარჯვნივ მიიხედა და შორს ცხენოსნები შენიშნა. ხაჭაპური იქვე ბალახზე დადო, ბერდანა შეამოწმა და გაიყუჩა.

ცხენოსნები ვასილას ადილსამყოფელს მიუახლოვდნენ. პირველმა ბოქაულმა ჩაუარა, შემდეგ კაზაკმა, მას პატიმარი მოჰყვა და დანარჩენი კაზაკები. როცა ბოქაულის ცხენმა ხიდზე ფეხი შედგა, პირუტყვი წამიერად გაჩერდა, დაიფრუტუნა, თითქოს რაღაც საფრთხე იგრძნო, არობელიძემ გვერდებში ფეხები უთავაზა. -რა გეტაკა, შე უბედურო! და მხოლოდ მაშინ შენიშნა ლოდებიდან წამოწეული შალვა, ხელი გაივლო იარაღზე და იმავდროულად თვალი გააყოლა ბომბს, რომელიც მისკენ მოფრინავდა. -მომკლა ამ შობელძაღლმა! გაიფიქრა და იმავე წამს ბომბი გრუხუნით გასკდა. აფეთქების ტალღამ ცხენი მხედრითურთ რამოდენიმე მეტრით ჰაერში აისროლა და ხიდის თავთან მძიმედ დაანარცხა. კაზაკებმა თოფებს წაავლეს ხელი და ამ დროს მეორე ბომბმა იფეთქა, ერთი კაზაკი თავით დაენარცხა მიწაზე, მეორემ კი მკლავზე მოიკიდა ხელი. ფირალებმა გამოფხიზლება არ აცალეს და სროლა აუტეხეს, გადარჩენილები მიწაზე გააკრეს. პირველი ბომბის გასკდომის შემდეგ დაპატიმრებული თავბრუ დახვეული იდგა და უაზროდ იცქირებოდა, მაგრამ შემდეგ გონს მოეგო, მოაჯირს გადაევლო და წყალში გადაეშვა. მიწაზე გაწოლილი ბადრაგი სროლით პასუხობდა, თუმცა მიზანს ვერ ხედავდა. კიკია უფრო ახლოს მიჩოჩდა ხიდთან და უკანასკნელი ბომბიც ესროლა, ბომბი ხიდის მოაჯირს მოხვდა და ჰაერში ისე აფეთქდა, რომ არავისთვის ზიანი არ მიუყენებია. მაგრამ ეს აფეთქება ნიშანი გახდა სამი გადარჩენილი კაზაკისთვის, რათა ისინი გაქცეულიყვნენ. ვასილამ გაქცეულებს ზურგში ტყვიები დაადევნა, შალვა მისკენ ყვირილით გაიქცა.

-ვასილა! ვასილა! რას შობი? გადირიე? სა გვაქვს ამდენი ტყვია?

ვასილამ სროლა შეწყვიტა, შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და გაქცეულებს გახედა, ისინი თვალს მიეფარნენ.

ფირალები ბოქაულის დაფლეთილ გვამთან მივიდნენ. სისხლიანი სამოსის ქვეშ ბოქაულს აბჯარი მოუჩანდა. ვასილამ ზედ დააფურთხა.

-არ გიშველა ხომ მაგ რკინებმა!

იქვე სულთმბორძავი ცხენი საცოდავად ფრუტუნებდა. კიკიამ თავში დაუმიზნა და ესროლა.

შალვამ ხიდიდან მდინარეში გადაიხედა.

-რა ქნა ნეტაი იმ უბედურმა? ხომ არ დეიხჩვა?

-რა ვიცი მე! თან ვერ გადავყობი და! წავედით!

ფირალებმა მოკლულებს იარაღი და ტყვიები აართვეს და ტყისკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართნენ.

-ოჯო, ისე რავა იბლაყნებოდი, კაი დროი გამონახე!

-მომაშია და რა მექნა?

-დაგჩა რამე?

-კი, პაწა ნაჭერი უნდა იყვეს კიდო.

-ჰე, მოგვეცი.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026

მოქმედებს თუ არა ,,ქართული ოცნების“ პირობებში შერჩევითი სამართალი

ქობულეთის ახალი მერი მირიან ქათამაძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა (R)

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ძალადობის ფაქტს იძიებს

22:41; 12.02.2026
სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

21:57; 12.02.2026
პოლიტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განცხადებას ავრცელებენ

20:38; 12.02.2026
საზოგადოება

ქარტია ეხმაურება „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

20:21; 12.02.2026
საზოგადოება

ილიაუნთან აქცია მიმდინარეობს

19:57; 12.02.2026
პოლიტიკა

როდიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან პლასტმასის მასალაში განთავსებული სურსათის გაცემა

19:21; 12.02.2026
სამართალი

უკანონოდ გასაღებული იარაღით ჩადენილი მკვლელობა – ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს 8 წელი მიესაჯა

19:03; 12.02.2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული

18:55; 12.02.2026
პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი: ასეთი ზომები ეწინააღმდეგება ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო

18:28; 12.02.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

18:13; 12.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:40; 12.02.2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12.02.2026
პოლიტიკა

“გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა”- ილიაუნის რექტორი

16:49; 12.02.2026
ფინანსები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

16:18; 12.02.2026
პოლიტიკა

საია ეხმიანება და კრიტიკულად აფასებს სასამართლო სხდომის დარბაზიდან ადვოკატის გაძევებას

16:12; 12.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო