მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მთვარის შესწავლა ამერიკული კოსმოსური პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ახალ ტექნოლოგიებს შორის, რომელსაც NASA ავითარებს ამ პროგრამის ფარგლებში, არის მთვარის ინტერნეტი.
არსებული რადიო საკომუნიკაციო არხების სიმძლავრე არ არის საკმარისი იმ მთლიანი მონაცემების გადასაცემად, რომლის შეგროვებასაც მომავალში ასტრონავტები მთვარეზე გეგმავენ. ახალი მისია არ შემოიფარგლება უბრალო ფრენით მთვარეზე. ასტრონავტები მთვარეზე უფრო დიდხანს დარჩებიან.
„LunaNet“ პროგრამა ითვალისწინებს მთვარის ზედაპირზე რამდენიმე საკომუნიკაციო კვანძის დამონტაჟებას. მისი საშუალებით უზრუნველყოფილი იქნება მთვარიდან დედამიწაზე კომუნიკაციის უწყვეტობა. ამასთან, მონაცემები სპეციალურ სერვერზე ავტომატურად შეინახება. გარდა ამისა, საკომუნიკაციო ცენტრებს შეეძლებათ თვალყური ადევნონ საგანგებო სიტუაციებს.
მთვარის ინტერნეტის კიდევ ერთი ფუნქციაა ასტრონავტის ან რაიმე ობიექტის ადგილმდებარეობის ზუსტი განსაზღვრა და ამ ცნობების დედამიწისთვის გადაცემა.
ავტორი