მას შემდეგ, რაც ბგერის სიჩქარე გადაილახა, რიგში სინათლის სიჩქარის ბარიერის გადალახვა ჩადგა, რაც დღევანდელი გადასახედიდან შეუძლებლად მოსჩანს, ისევე როგორც ”დროის მანქანის” გამოგონება, რომელიც თავის მხრივ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად უნდა გადაადგილდებოდეს.
ნასას სპეციალისტები ერთი შეხედვით შეუძლებელ პროექტზე მუშაობენ, რომელსაც პირობითად ”დროის მანქანის” შექმნა შეგვიძლია ვუწოდოთ.
მართალია, ჰაერნაოსნობისა და კოსმოსურ სივრცეთა კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებს, მაგრამ ბოლო დღეებში რიგი ინტერნეტ-გამოცემები შესაბამის მანქანაზე მუშაობის ამასთან, წარმატებულ ექსპერიმენტებზე წერენ. მაგალითად, ჩატარებულია რამდენიმე ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც მომავალ წლებში წარსულსა თუ მომავალში გადახტომა შესაძლოა შესაძლებელი გახდეს. ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ მსგავსი გამოგონება მხოლოდ კოსმოსის შესწავლისკენ იქნება მიმართული.
მოწყობილობის მუშაობის პრინციპი სინათლის სიჩქარის მანიპულაციაზეა დაფუძნებული, რომლის ჩაშენებაც კოსმოსურ ხომალდშია ნავარაუდევი. შედეგად ასტრონომები მოკლევადიან დროებით გადაადგილებებს შეძლებენ.
ირკვევა, რომ პროექტის პრეზენტაცია ჯერ კიდევ სამი წლის წინათ შედგა, მაგრამ ექსპერტებმა მის წარმატებულობაზე საუბრები ახლახანს დაიწყეს. ყოველივეს წინ უძღოდა მოწყობილობის რამდენიმე წარმატებული გამოცდა ვაკუუმის პირობებში. იმასაც ირწმუნებიან, რომ თუ აპარატი კოსმოსშიც ასეთივე წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, მაშინ მისი დახმარებით მოკლე ვადებში კოსმოსური სივრცის გამოკვლევაც იქნება შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ნასა მეტად სერიოზული და სანდო ორგანიზაციაა, იქ ფუტურისტულ პროექტებზე მუშაობაზეც არ ამბობენ უარს, რომელიც ხანდახან მეტად წარმოუდგენლადაც კი გამოიყურება.