სოფელ ნატახტარის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი სომხეთის სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას NEWS. AZ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი და 1 მგზავრი ადგილზევე დაიღუპნენ.
წყაროზე დაყრდნობით, ავტობუსი, რომლითაც მგზავრები რუსეთში მიდიოდნენ, ერევანში მოქალაქე გორ თადევოსიანზეა რეგისტრირებული.
წინასწარი ინფორმაციით, მომხდარში დამნაშავე ავტომობილის მძღოლია.