ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად ცაგერში „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება.
„ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია გამოითხოვოს. ეს დოკუმენტი აქამდეც უკვე არაერთგზის გვაქვს მიწოდებული. გარდა ამისა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ სამინისტროს ვებ და ფეისბუქგვერდზე ძალიან დეტალური პასუხი იმ ფსევდოსამართლებრივ ანალიზზე, რომელსაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს. ძალიან ნათლად ვხედავთ იმას, რომ მათი სურვილია, ანტიჰესების კამპანიას შეუერთდნენ. მათი დასკვნა ძალიან ზედაპირული და არაკომპეტენტურია. ამდენად, როდესაც გაეცნობით ჩვენს დეტალურ განმარტებას, ბევრი კითხვის პასუხს მიიღებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.