Developed By Web Features 2024 © All rights reserved
ბრიუსელში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გრძელდება. როგორც გუშინ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის 178-ე სხდომის გახსნაზე გენერალმა პეტრ პაველმა განაცხადა, დღეს უკრაინელ და ქართველ პარტნიორებთან შეხვედრა გაიმართება.
„გაიმართება უკრაინელ და ქართველ პარტნიორებთან შეხვედრა, რომელთა წარმომადგენლებიც მოგვაწოდებენ ინფორმაციას რეგიონში შექმნილი მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა NATO-სსამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ პეტრ პაველმა.
პაველის თქმით, ამ შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე რეფორმების პროცესი და ალიანსის მხრიდან საქართველოს პრაქტიკული დახმარების ნაბიჯები განიხილება.
ამასთან, პაველის თქმით, NATO მოუწოდებს პარტნიორებს, გაატარონ რეფორმები, რათა სამხედრო შესაძლებლობები უზრუნველყოფილი იყოს.
„ჩვენ განვიხილავთ NATO-ს პერსპექტივას, გააფართოვოს შესაძლებლობები და უზრუნველყოს სტაბილურობა მეზობელ რეგიონებშიც. ამ საქმეში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენი პარტნიორები. სამხედრო გარდაქმნების გარდა, მათ უნდა უზრუნველყონ სანდო საკანონმდებლო ბაზა, ასევე ეკონომიკური პირობები უნდა იყოს შესაბამისი, რათა ამან სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას შეუწყოს ხელი“, – განაცხადა პეტრ პაველმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved