“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი აქტიური მხარდამჭერი გოჩა ჯინჭარაძე, რომლის საქმიანობის ამსახველი არა ერთი კადრია ჩვენს არქივში, დღეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.
ჯინჭარაძე, რომელიც ახლა გამგებლის წარმომადგენელია დაბა ჩოხატაურში, “გურია ნიუსის” პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ უბანთან „ოცნების“ დასახმარებლად იმყოფება.