„სალომე სამადაშვილმა ბოდიში მოიხადოს ან დატოვოს „ნაცმოძრაობა“, თორემ შემდეგი თვითონ იქნება“, _ ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ჯელალ ქიქავა თანაპარტიელის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, რომ „ერთნაირად სამარცხვინო ხალხია, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება“.
„სალომე სამადაშვილმა ან ბოდიში მოუხადოს აქციის თითოეულ მონაწილეს, ან დატოვოს ნაცმოძრაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი იქნება თვითონ, თუ ბათუმში ჩამოვა“, _ წერს ჯელალ ქიქავა სოციალურ ქსელში.
ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა, ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.