ინდოეთში, ნიუ დელისთან ახლოს, მდინარე იამუნაზე ნავი ამოყირავდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ნავის ამოყირავების შედეგად 19 ადამიანი დაიხრჩო, 10 კი დაიკარგა.
როგორც ცნობილია, მაშველებმა 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
პოლიციის უფროსის თქმით, რომელიც სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს უძღვება, ნავით 25 ადამიანის გადაადგილება იყო დასაშვები, მასზე კი 40 ადამიანი იმყოფებოდა.
გავრცელებული ცნობით, პოლიცია ნავის ოპერატორს ეძებს.