ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო.
თუმცა კვლევის მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლას საქართველოსთვის ცუდ მოვლენად 42% მიიჩნევს.
დღეს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილი გასაჯაროვდა. NDI-მ საქართვლოს მასშტაბით სულ 2 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა აპრილში ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/-2,7%-ია.