“ნეტფლიქსსა” და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა, ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საქმე ეხება სერიალს “ლაზიერის გამბიტი”, სადაც ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეა ნახსენები – ბოლო ეპიზოდში გაფრინდაშვილზე ამბობენ, რომ ის კაც მოჭადრაკეს არასოდეს შეხვედრია.
თუმცა, სინამდვილეში, ნონა გაფრინდაშვილს 1968 წლისთვის უკვე 59 კაც მოჭადრაკესთან ჰქონდა თამაში გამართული, სწორედ ამ პერიოდს ასახავს სერიალის სიუჟეტი.
შეთანხმების პირობები არ გასაჯაროებული არ არის.