“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არხის მფლობელს ქიბარ ხალვაშ მოუწოდებს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გუნდს მიყიდოს:
“გადაეცით რუსთავი2 მის კოლექტივს, თუ არ იტყუებით და თუ არ გინდათ ერთ ხმაზე აჟღერებული ყველა ტელეკომპანია. თქვენ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადეთ, რომ გაყიდვას აპირებთ, ამიტომაც გთავაზობთ _ მიყიდეთ არხი გუნდს, რომლებმაც “რუსთავი 2” დღემდე მოიტანა, _ საგანგებო ბრიფინგით მიმართა გვარამიამ ქიბარ ხალვაშს.
გვარამიას განცხადებით, ეს არის რუსთავი 2-ის ბოლო წინადადება და ისინი ხალვაშის პასუხის მოლოდინში არიან.
მისივე თქმით, ტელეკომპანია არ შეწყვეტს მაუწყებლობას და ხვალვე გადაიგზავნება სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში.