თბილისის საქალაქო სასამართლოში, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.
სასამართლომ გვარამია ბრალდების გარკვეული მუხლების ნაწილში, გაამართლა, ნაწილში კი, გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას თავისუფლება 3 წლისა და 6 თვის ვადით აღეკვეთა.
გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.
ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.