ამ წუთებში დაიწყო პარლამენტის ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ უნდა იმსჯელონ. მელია პარლამენტის სხდომათა დაბაზში მარტო, თანაგუნდელების გარეშე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.