ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ პირველი კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ის არ დაარღვევს მოსამართლისთვის მიცემულ პირობას და არ ისაუბრებს სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე. ამასთან, როგორც ჩოგბურთელმა განაცხადა, იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„მე დასაწყისშივე ვთქვი, რომ სხდომები უნდა ყოფილიყო დახურული, რადგან, ჩემი შვილის ინტერესები ყოფილიყო დაცული. ამით მოხდა მისი ინტერესების დარღვევა“, – განაცხადა ბასილაშვილმა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს.