მე და ჩემი თანამოაზრეები შვქმნით მესამე პოლიტიკურ ცენტრს, რომელსაც მხარს დაუჭერენ ის ადამიანები, ვისაც არც მიშა უნდათ და არც ბიძინა“ _ ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილის დღვანდელ ვიდეომიმართვასაც ეხმიანება. მისი შეფასებით, “სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს მიხვდა, რა გააკეთა. სამწუხაროა, რომ 6 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი მებრძოდა მე და ჩემს პარტიას და არა „ნაციონალურ მოძრაობას“.
„სწორედ ბიძინა ივანიშვილმა აქცია „ნაცინალური მოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ ძალად. შუა გაკრეფვის პოლიტიკა იყო მისი ძალიან დიდი შეცდომა… განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 1 წელიწადში, თურმე ყველა პრობლემას მოაგვარებს, სკეპტიციზმის საფუძველს იძლევა. არ მინდა არავის ნიშნი მოვუგო, რადგან უპირველეს ყოვლისა ქვეყნის საქმე დაზარალდა, მაგრამ ივანიშვილს, თუნდაც ნახევარი რომ დაეჯერებინა ჩემთვის, დღეს ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა, ისევე, როგორც თავის დროზე სააკაშვილს რომ დაეჯერებინა, მისი ხელისუფლება არ გადაჰყვებოდა იმ შეცდომებს, რომელიც დაუშვა თავისი მმართველობის ბოლო წლებში. არც ერთი ჩემი პროგნოზი არ გამტყუნებულა და ჩემი შემდეგი პროგნოზი იქნება, რომ მე და ჩემი თანამოაზრეები შვქმნით მესამე პოლიტიკურ ცენტრს, რომელსაც მხარს დაუჭერენ ის ადამიანები, ვისაც არც მიშა უნდათ და არც ბიძინა“, – თქვა ნინო ბურჯანაძემ.