ხმაური და დაპირისპირება იყო ლანჩხუთის მერიის შესასვლელში _ აქციაზე შეკრებილი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები შენობაში შესვლასა და ნინო წილოსანისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვდნენ.
მათ შენობაში შესვლის საშუალება დაცვის თანამშრომლებმა და ადგილზე მობილიზებული პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.
ნინო წილოსანი თავად ჩამოვიდა აქციის მონაწილეებთან: „ჰე, აბა, რა ხდება?!“ _ იკითხა დეპუტატმა და აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ მზად იყო მათთან შესახვედრად. თუმცა აღმოჩნდა, რომ შენობაში შესვლის უფლებას მხოლოდ აქციის მონაწილეთაგან რამდენიმე პირს ჰქონდა, რასაც ხმაურიანი შეძახილები და დაპირისპირება მოჰყვა.