ალბათ ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის დაახლოებით ღირებულებას. გასაკვირი არ არის, რადგან 1 გრამი კალიფორნიუმ-252 ათი მილიონი დოლარი ღირს. ასეთი მაღალი ღირებულება გამოწვეულია იმით, რომ მთელს მსოფლიოში მისი რაოდენობა გრამს არ აღემატება. კალიფორნიუმ -252-ს ხელოვნური წესით იღებენ. პირველად ეს 1958 წელს გააკეთეს. მეტალი მაღალი რადიოაქტიურობით გამოირჩევა.
სხვა რეკორდსმენი მეტალები გაცილებით იაფი ღირს. გავეცნოთ დედამიწაზე არსებულ ყველაზე ძვირადღირებულ მეტალზე.
ოქრო – ღირებულება 42-56 დოლარი გრამი
ოქრო ძალიან მძიმე მეტალია. სუფთა ოქროს სიმჭიდროვე 19 621 კგ/მ შეადგენს. მეტალებს შორის სიმჭიდროვით მეექვსე ადგილზეა ოსმიუმის, ირიდიუმის, რენიუმის, პლატინისა და პლუტონიუმის შემდეგ. ოქროს სიმძიმე მის მოპოვებას აადვილებს, ყველაზე მარტივი მეთოდია ქანების წყლით გარეცხვა.
როდიუმი – 1 გრამის ღირებულება 58 დოლარი
როდიუმი ძირითადად გამოიყენება კატალიზატორებში, რათა შეამციროს ავტომობილის მიერ ნახშირბადის გამოყოფა. ეს მეტალი არ ასრულებს არანაირ ბიოლოგიურ ფუნქციას. როდიუმის შენაერთები საკმაოდ იშვიათად გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ჯერ კარგად შესწავლილი არ არის. მიუხედავად ამისა ის მაღალტოქსიკური ნივთიერებაა.
პლატინა – 1 გრამის ღირებულება დოლარი
პლატინა და მისი შენადნობები ფართოდ გამოიყენება საიუველირო წარმოებაში. ყოველწლიურად მსოფლიო საიუველირო წარმოება 50 ტონა პლატინას მოიხმარს.
პლუტონიუმი – 1 გრამის ღირებულება დაახლოებით 4000 დოლარი
მძიმე, არამყარი მოვერცხლისფრო-მოთეთრო ფერის რადიოაქტიური მეტალი. ფართოდ გამოიყენება ატომური იარაღისა და ატომური საწვავის წარმოებაში. ასევე გამოიყენება კოსმოსურ აპარატებში საწვავის სახით.
თრითიუმი – 1 გრამის ღირებულება 30000 დოლარი
ერთი კილოგრამი თრითიუმის წარმოება 30 მილიონი დოლარი ჯდება. გამოიყენება განათების მოწყობილობებში.
ოსმიუმ-187 – 1 გრამის ღირებულება 200 000 დოლარი
ძვირფასი ლითონი ოსმიუმი მიიღება საკმაოდ რთული მოპოვების პროცესის შედეგად. ის შვიდი იზოტოპისგან შედგება. ყოველი იზოტოპი განსხვავდება თავისი მასური წონებით, რომლებიც მერყეობს 184-დან 192-მდე. ყველაზე მძიმე იზოტოპი 192 მოიცავს ნივთიერების 41%-ს, ხოლო ყველაზე მსუბუქი 187 ნივთიერების მხოლოდ 1.6%-ს, თუმცა ასეთი მცირე დოზა ხელს არ უშლის მისი გამოყოფისა და გამოყენების პროცესს.
კალიფორნიუმ-252 – 10 მილიონი დოლარი გრამი
ამ ნივთიერებას არანაირი პრაქტიკული გამოყენება არ აქვს. ის მხოლოდ ერთხელ მიიღეს 1958 წელს ხელოვნური წესით და მსოფლიოში მისი რაოდენობა 5 გრამს არ აღემატება.