ყველა ის პირი, რომლებიც გადიან თვითიზოლაციის 14-დღიან პროცედურას ისეთივე ჯანმრთელები არიან, როგორიც თითოეული ჩვენგანი”, _ აღნიშნულ განცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო ჯიბუტი ავრცელებს.
“მიეცით მათ საშუალება, შეასრულონ ის პროცედურები, რაც დადგენილია შესაბამისი ორგანოების მიერ.
ნუ აყვებით სხვადასხვა ჭორებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ!
ნუ გამოავლენთ მათ მიმართ სტიგმურ და ჰომოფობიურ დამოკიდებულებებს!
ყველა მათგანზე მიმდინარეობს ყოველდღიური პროფილაქტიკური მონიტორინგი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად.
იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება მათ მიერ გაწერილი სავალდებულო პროცედურების დარღვევა, გადაყვანილი იქნებიან შესაბამისი ორგანოების მიერ საკარანტინო სივრცეში, როგორც ჯანმრთელი პირები და არა ინფიცირებულები.
ასევე, თხოვნა გვექნება ორგანიზაციების ხელმძღვანელებისადმი, მიუხედავად იურიდიული სტატუსისა, არ გამოიძახონ სამსახურებში 14 დღის განმავლობაში ის პირები, ვინც გადიან თავიანთ საცხოვრებელ სახლებში თვითიზოლაციას და ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ მათ ამ პროცედურის შესრულებაში. ისინი ხომ ყველა ჩვენი მეგობრები, მეზობლები და უბრალოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.
გისურვებთ ჯანმრთელობას”, _ წერს ნატო ჯიბუტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.