რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოქალაქეებს მოუწოდებს არ შეეშინდეთ და წერს, რომ ამ ხელისუფლების დასასრულის დრო ახლოვდება.
განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა სოციალური ქსელით გაავრცელა:
“ივანიშვილმა თავისი მოპარული მილიარდების დასაცავად გადაწყვიტა პუტინის მეთოდების გამოყენება. ამისთვის იყენებს მოსკოვიდან ჩამოყვანილ ვამპირს გახარიას და სუსის 100 კაცს, რომელთაც ყოველთვიურად ხელზე უხდის ხელფასს.
ნუ შეგეშინდებათ მათი! მათ არაფერი ამაგრებთ შეშინებული ხალხის გარდა!
მათი აღსასრული ძალიან ახლოა!” _ წერს მიხეილ სააკაშვილი.