მედიკამენტ „პლაქვენილის“ მწარმოებელი კომპანიის უკან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფინანსური ინტერესები დგას. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
როგორც გამოცემა იუწყება , კომპანიის მეწილეებს და ხელმძღვანელებს დონალდ ტრამპთან აქვთ კავშირი.
„თუ ჰიდროქსიქლორინი აპრობირებული სამკურნალო საშუალება გახდება, გაიზრდება რამდენიმე ისეთი ფარმაცევტული კომპანიის მოგება, რომელთა მეწილეებსა და ხელმძღვანელ პირებს დონალდ ტრამპთან აქვთ კავშირი. თავად ტრამპს აქვს მცირე პირადი ფინანსური ინტერესი ფრანგულ კომპანია Sanofi-ში, რომელიც პრეპარატ „პლაქვენილს“ (ჰიდროქსიქლორინის საწარმო დასახელება) აწარმოებს“, _ წერს გამოცემა.
New York Tmes წერს, რომ საინვესტიციო კომპანია Fisher Asset Management-ის ხელმძღვანელი კენ ფიშერი აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის შემომწირველია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მან კითხვებს არ უპასუხა
,,კომპანია ,,Sanofi” – ს ერთ-ერთი უმსხვილესი მეწილეა საინვესტიციო კომპანია Fisher Asset Management-ი. კომპანიის ხელმძღვანელი კენ ფიშერი აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი შემომწირველია. ამ საკითხთან დაკავშირებით NYT-ის კითხვებს კენ ფიშერის პრესმდივანმა არ უპასუხა.
Sanofi-ს კიდევ ერთი ინვესტორია ფონდი Invesco, რომელსაც ადრე აშშ-ის ამჟამინდელი ვაჭრობის მინისტრი უილბურ როსი ხელმძღვანელობდა. რამდენიმე დღის წინ უილბურ როსმა განაცხადა, რომ არ იცოდა პრეპარატის მწარმოებელ კომპანიებში Invesco-ს მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ და არანაირი გავლენა არ აქვს იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, თუ რომელი პრეპარატი უნდა ჩაითვალოს კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტად.
კომპანია Sanofi-ში განაცხადეს, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე „პლაქვენილი“ აღარ იყიდება, მაგრამ ხელმისაწვდომია მსოფლიოს სხვა ქვეყნებში,”_ წერს გამოცემა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.