https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოჯახში ძალადობის შემთხვევები ჩოხატაურში _ რა კეთდება დანაშაულის პრევენციისთვის

22:15; 2.02.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა”, _ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა ფონდ “სოხუმის” ინიციატივით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი და სოციალური თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრა.

რა სიტუაციაა ჩოხატაურში და რა კეთდება ძალადობის პრევენციისთვის? თემის ირგვლივ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწეს, გენდერული საკითხებისადმი პასუხისმგებელ პირს, უწყებათშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს მაია პაიჭაძეს ვესაუბრეთ.

_ რა სიტუაციაა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ოჯახური ძალადობის შემთხვევების კუთხით და თუ არსებობს მონაცემი, ძალადობის რამდენი შემთხვევა მოხდა გასულ წელს.

_ 2023 წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა ოჯახური ძალადობის სამი შემთხვევა (სამივე შემთხვევაში ძალადობა ქალბატონებზე გახორციელდა). ძალადობის მსხვერპლმა მიმართა პოლიციას.

შემაკავებელი ორდერის გაცემის შემდეგ, მსხვერპლმა მოგვმართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას, ჩვენთან მოქმედი სოციალური ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით.

_ რა კეთდება ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის და მსხვერპლთა დასაცავად?

_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური დახმარება 1000 ლარის ოდენობით. მერიაში მოქმედი უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში ვატარებთ ღონისძიებებს, მათ შორის, საინფორმაციო შეხვედრებს ცნობადობის ამაღლების მიზნით, არსებული ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ვაძლიერებთ  ეკონომიკურად.

ჩვენთან მოქმედებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა, მათ შორის, შშმ პირთა დედებისთვის და ძალადობის მსხვერპლთათვის. აქტიურად ვთანამშრომლობთ ფონდთან” _ სოხუმი”. მათი ჩართულობით ახლახან გავმართეთ სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც კომისიის წევრები, ისე, ხელმძღვანელი პირები.

შსს-ს რაიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდეს მსხვერპლთა მომართვიანობისა და ამ პერიოდისთვის არსებული რეალობის შესახებ, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის პრევენციული ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით.

_ რა გამოწვევები რჩება მუნიციპალიტეტში და რა უნდა გაკეთდეს მათ აღმოსაფხვრელად?

_ საჭიროა მოსახლეოAბის მეტად ინფორმირება, ცალკეულ შემთხვევებში ინდივიდუალური მუშაობა, რომ მსხვერპლებმა ისაუბრონ ხმამაღლა, დაძლიონ გამოწვევები და მოახდინონ საზოგადოებაში ინტეგრირება. საჭიროა შევიმუშავოთ გრძელვადიანი სერვისები, მეტი ქალბატონი გავხადოთ ეკონომიკურად დამოუკიდებელი, რაც ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული, განგრძობადი ხასიათი და სპეციფიკურია, რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის/ების მიმართ. მცდარია მოსაზრება, თითქოს ძალადობა მხოლოდ ცოლ-ქმარს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე წარმოიშობა. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ გახორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, იძულება.

როგორც გაეროს ორგანიზაცია UNWOMEN აცხადებს, ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად ხდება. გლობალური მასშტაბით, ყოველი მესამე ქალი ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას ძირითადად ინტიმური პარტნიორის მხრიდან განიცდის. ოჯახში ძალადობა ზოგჯერ დაფარულია, თუმცა, თუ ძალადობრივი ურთიერთობის ნიშნები გვეცოდინება, მაშინ მის ამოცნობასა და შესაბამის დახმარებასაც უკეთესად შევძლებთ:

“როგორია ძალადობის ყველაზე გავრცელებული ნიშნები?

პარტნიორი თქვენს ყველა საქმიანობას თვალყურს ადევნებს. ყოველთვის აკონტროლებს, სად და ვისთან ერთად ხართ. მეგობრებისა და ოჯახის ნახვას, ან სამსახურსა თუ სასწავლებელში სიარულს გიკრძალავთ, ან ამ ქმედებების მოტივაციას გიკარგავთ.

პარტნიორს დაჟინებით სურს, რომ მის ტექსტურ შეტყობინებას, ელექტრონულ წერილებსა და სატელეფონო ზარებს მაქსიმალურად სწრაფად უპასუხოთ. ამას გარდა, ის თქვენი სოციალური მედიის გვერდების, ელექტრონული ფოსტისა და სხვა ანგარიშების პაროლებს ითხოვს.

მოძალადე პარტნიორი ეჭვიანობს ან მუდმივად ტყუილში გადანაშაულებთ. ცდილობს, გააკონტროლოს, როგორ ხარჯავთ ფულს, ან რა მედიკამენტებსა თუ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას იყენებთ. ყოველდღიურად თქვენ ნაცვლად წყვეტს, მაგალითად, რა ჩაიცვათ, ან რა მიირთვათ.

მოძალადე პარტნიორი დამამცირებლად გექცევათ: გაყენებთ შეურაცხყოფას, დაგცინით თქვენი გარეგნობის, ინტელექტის ან ინტერესების გამო. გამცირებთ სხვების თანდასწრებით, ან ცდილობს, თქვენთვის მნიშვნელოვანი ქონება თუ საგნები გაანადგუროს.

მოძალადე პარტნიორი ხშირად ბრაზდება, ფიცხი ან არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვს, რის გამოც თქვენ შეიძლება ვერასდროს გაიგოთ, რა არის კონკრეტული პრობლემის მიზეზი. შესაძლოა, მან თქვენვე დაგადანაშაულოთ ძალადობრივი აფეთქების გამო, ან ფიზიკური ზიანი მოგაყენოთ თქვენ, საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, ბავშვებს თუ შინაურ ცხოველებს, ან ამგვარი ქმედებით დაგემუქროთ.

მოძალადემ შესაძლოა, ფიზიკური ტკივილი მოგაყენოთ ისეთი ქმედებებით, როგორებიცაა ხელის დარტყმა, ცემა, ხელის კვრა, ბიძგება, მუშტის დარტყმა, სილის გაწვნა, ფეხის კვრა ან კბენა; თქვენ მიმართ იარაღი გამოიყენოს, ან იარაღის გამოყენებით დაგემუქროთ.

მან შეიძლება, ისეთი სექსუალური შეურაცხყოფა მოგაყენოთ, როგორიცაა გაუპატიურება, ან სხვა იძულებითი სექსუალური აქტივობა. არასწორად ეგონოს, რომ წარსულში სქესობრივ აქტზე გაცემული თანხმობა მსგავს აქტში სამომავლოდ მონაწილეობასაც გულისხმობს, მიაჩნდეს, რომ ერთ აქტივობაზე თანხმობა უფრო მეტ ინტიმურ ურთიერთობაზე თანხმობას ნიშნავს. მაგალითად, ფიქრობდეს, რომ კოცნას ყოველ ჯერზე სექსი უნდა მოჰყვეს.

შეიძლება, მოძალადე პარტნიორი დაგემუქროთ, რომ სამართალდამცავებს გადაგცემთ თქვენ მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო იმ შემთხვევაში, თუ ძალადობის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინებთ, ან თუ მოძალადეს წინააღმდეგობას გაუწევთ”, _ ვკითხულობთ გაეროს ორგანიზაციის ვებგვერდზე.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენზე ძალადობენ, შესაბამისი დახმარება მოიძიეთ. ამ შემთხვევაში რჩევები ასე გამოიყურება:

“თქვენი ეჭვები სანდო მეგობარს, ოჯახის წევრს ან მეზობელს გაუზიარეთ. მათთან ერთად, შეიმუშავეთ გეგმა, თუ როდის გჭირდებათ დახმარება. შეიძლება, გეგმის ნაწილი იყოს, მაგალითად, საიდუმლო კოდის მოფიქრება, ან რამდენიმე კოდური სიტყვა, წინადადება თუ ემოჯი, რომელთა დახმარებითაც თქვენ მათთან უფრო უსაფრთხო კომუნიკაციას შეძლებთ.

შეიმუშავეთ გაქცევის სტრატეგია, მაგალითად, თქვით, რომ უნდა ჩახვიდეთ აფთიაქში ან სასურსათო მაღაზიაში და იქ ჩასვლისთანავე ვინმეს ტელეფონი თხოვეთ, რათა დასახმარებლად დარეკოთ. მოიფიქრეთ სახლიდან გასვლის რამდენიმე ლეგიტიმური მიზეზი დღისა და ღამის სხვადასხვა დროისთვის, თუკი გაქცევა დაგჭირდებათ.

შეძლებისდაგვარად, ტელეფონი ყოველთვის დატენილი და ხელმისაწვდომი გქონდეთ. იცოდეთ ნომრები, რომლებზეც დასახმარებლად მეგობართან, ოჯახის წევრთან, თუ პოლიციაში უნდა დარეკოთ. თუ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, გამოიძახეთ პოლიცია, ოღონდ დარწმუნდით, რომ ეს ქმედება ნამდვილად უსაფრთხოა.

შეეცადეთ ძალადობის სახის იდენტიფიცირებას. ეს მისი ესკალაციის პროგნოზირებაში დაგეხმარებათ.

შეგიძლიათ, ადგილობრივ ცხელ ხაზზე დარეკოთ და გაესაუბროთ ადამიანს, რომელიც გადამზადებულია და დახმარება შეუძლია”.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

მაია პაიჭაძე
გაზიარება11Tweet7Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა: პირველ ტურში მონაწილეობა 63 სკოლის 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო

13:14; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება

11:28; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

10:22; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„თეთრს არაფერში ხარჯავენ _ ასე ყველა გახსნის მარკეტს სხვის ხარჯზე და იგუგუნებს!“

10:04; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ვის მოუწევს ვენახების გასაშენებლად თანხმობის აღება

18:09; 24 თებერვალი, 2026

მოძრაობა აკრძალულია _ საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

გრანდიოზული შენობები გრანდიოზული ბიუჯეტებით... უბავშვებოდ!

ყველა სიახლე

სამართალი

საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

13:17; 25.02.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა: პირველ ტურში მონაწილეობა 63 სკოლის 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო

13:14; 25.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება

11:28; 25.02.2026
პოლიტიკა

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ

11:14; 25.02.2026
სამართალი

ტაქსის მძღოლმა არასრულწლოვანი გააუპატიურა – შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

10:35; 25.02.2026
საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

10:22; 25.02.2026
ზაფრანი

ყველაზე მზრუნველი ადამიანები

10:14; 25.02.2026
ზაფრანი

ყველაზე მომღიმარი და ოპტიმისტი ზოდიაქოს ნიშნები

10:12; 25.02.2026
ზაფრანი

ყველაზე მომღიმარი და ოპტიმისტი ზოდიაქოს ნიშნები

10:11; 25.02.2026
ზაფრანი

როგორ ქორწინდებიან ზოდიაქოს ნიშნები

10:09; 25.02.2026
საზოგადოება

„თეთრს არაფერში ხარჯავენ _ ასე ყველა გახსნის მარკეტს სხვის ხარჯზე და იგუგუნებს!“

10:04; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა

20:19; 24.02.2026
სამართალი

ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

19:46; 24.02.2026
პოლიტიკა

ლენტეხის ყოფილი მერი გირაოთი გამოუშვეს

19:30; 24.02.2026
პოლიტიკა

ბრიტანეთის ელჩი: საქართველოს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის მხარდაჭერაში

19:08; 24.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო