ჩოხატაურის პოლიციის სამმართველომ ოჯახური ძალადობის ბრალდებით 40 წლის მამაკაცი გ. ჟ. დააკავა.
როგორც გვითხრეს, მან მეუღლე არაერთხელ სცემა.
ჩვენი ინფორმაციით, ძალადობის ფაქტის შესახებ პოლიციას საავადმყოფოდან აცნობეს, სადაც დაკავებულის მეუღლე დაზიანებებით შევიდა.
ჩვენი ინფორმაციით, ჩვენება დაკავებულის შვილმაც მისცა და აღნიშნა, რომ დედამისს მამა ხშირად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას.