ინდოეთში ბიზნესმენმა კორონავირუსისგან თავდასაცავად ოქროს პირბადე დაამზადებინა.
Ctvnews-ის ინფორმაციით, ის ამბობს, რომ ძვირფასი ლითონის საფარი 60 გრამს იწონის და მის დამზადებას ხელოსნებმა 8 დღე მოანდომეს.
”ეს არის თხელი ნიღაბი და აქვს პატარა ფორები, რაც მეხმარება სუნთქვაში. დარწმუნებული არ ვარ, ეფექტურად დამიცავს თუ არა კორონავირუსისგან, მაგრამ სხვა ზომებსაც ვიღებ“,_ აღნიშნავს შანკარი.
შანკარის თქმით, ხალხი გაოცებული უყურებს და ფოტოს გადაღებას სთხოვენ.